Скрыть
7:1
7:7
7:17
7:19
7:27
Глава 26 
26:1
26:4
26:7
26:8
26:12
26:14
26:16
26:17
26:21
26:22
Глава 35 
35:1
35:3
35:5
35:7
35:8
35:9
35:10
35:11
35:12
35:13
35:16
35:18
Глава 44 
44:2
44:7
44:8
44:9
44:10
44:20
44:21
44:23
44:24
44:25
44:28
44:29
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:
დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.
ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!
თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს,
არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,
მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.
თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს.
ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე.
ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.
აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.
ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ,
რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება რიშელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.
მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე.
შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში?
შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.
განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.
ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.
რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.
არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულისთქმას; უკან წავიდნენ და არა წინ.
იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.
მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.
ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; დაუძახებ და არ გაგაგონებენ.
უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.
თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.
ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.
ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო.
ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
იუდას მეფის, იეჰოაკთმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო ნათქვამი უფლისგან.
ამბობს უფალი: დადექი უფლის სასახლის ეზოში და ამცნე უფლის სახლში თაყვანისსაცემად იუდას ქალაქებიდან მოსულებს ეს სიტყვები, რომელიც გამოგიცხადე მათთვის სათქმელად. ერთი სიტყვაც არ დააკლო.
იქნებ გაიგონ და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და მეც თავს შევიკავებ ბოროტისგან, რასაც მათ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.
უთხარი მათ: ასე ამბობს უფალი; თუ არ გამიგონებთ და არ მოიქცევით ჩემი რჯულის თანახმად, როგორც დამიწესებია თქვენთვის,
თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ,
ისევე მოვექცევი ამ სახლს, როგორც სილოამს მოვექეცი: დედამიწის ყველა ხალხის შესაჩვენებლად გავხდი ამ ქალაქს.
უსმენდნენ მღვდლები და წინასწარმეტყველნი იერემიას. როცა ის ამბობდა ამ სიტყვებს უფლის სახლში.
როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ!
რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.
გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.
მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.
უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ.
ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.
მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. რასაც სწორად და სამართლიანად მიიჩნევთ, ის მიყავით.
ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი. რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკნა ეს სიტყვები.
უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: არ არის ეს კაცი სასიკვდილო, რადგან უფლის, ჩვენი ღვთის სახელით გველაპარაკება.
წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელს კრებულს:
მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელს იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო.
განა მოუკლავთ იგი იუდას მეფეს ხიზკიას და მთელს იუდას? ხომ შეეშინდათ უფლისა და დაუწყეს ვედრება უფალს, და უფალმაც ხომ თავი შეიკავა ბოროტისგან, რასაც უპირებდა მათ. ჩვენ კი დიდ ბოროტებას ჩავდივართ ჩვენივე თავისთვის.
ერთი ვინმეც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ იერემიას სიტყვებით.
როცა გაიგეს მისი ნათქვამი მეფე იეჰოაკიმმა, მისმა მოყმეებმა და მთავრებმა, მოსაკლავად დაუწყო ძებნა მეფემ. გაიგო ურიამ, შეშინდა და ეგვიპტეში გაიქცა.
გააგზავნა მეფე იეჰოაკიმმა კაცები - ელთანან ყაქბორის ძე და სხვები მასთან ერთად ეგვიპტეში.
გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიჰგვარეს მეფე იეჰოაკიმს, რომელმაც მახვილს მისცა იგი და მისი გვამი მდაბიორთა სასაფლაოზე გადააგდებინა.
ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს:
წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.
წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი,
და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ.
წინ დავუდგი რექაბიანთა თემის შვილებს ღვინით სავსე თასები და ფიალები და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო.
თქვესა ღვინოს არა ვსვამთ, რადგან იონადაბ რექაბის ძემ, ჩვენმა წინაპარმა გვიანდერძა, ღვინოს ნუ დალევთ ნურასოდეს, ნურც თქვენ და ნურც თქვენი შვილებიო.
სახლებს ნუ ააშენებთ, თესლს ნუ დათესავთ, ვენახს ნუ გააშენებთ, ნურაფერს იქონიებთ; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი სიცოცხლე, რათა დიდხანს იცოცხლოთ დედამიწის ზურგზე, სადაც მდგმურებად ხართო.
ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა,
არ ვაშენოთ სახლები საცხოვრებლად. არა გვაქვს არც ვენახი, არც ყანა, არც ნათესები;
ვცხოვრობთ კარვებში და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს წინაპარს, და ყველაუერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვიანდერძა.
როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მოადგა ქვეყანას, ჩვენ ვთქვით: წამო, წავიდეთ იერუსალიმში, გავეცალოთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და ვცხოვრობთ იერუსალიმში.
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი.
სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ.
გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.
ასეა, ასრულებენ იონადაბ რექაბის შთამომავლები თავიანთი წინაპრის ნაანდერძევს. ამ ხალხს კი ჩემი გაგონება არ უნდა.
ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ.
რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ,
ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი.
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ნათქვამი ყველა იუდაელზე, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში ცხოვრობდა - მიგდოლში, თახფანხესში, ნოფში და ფათროსის მხარეში.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი
იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა იცნობდა.
ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;
მაგრამ არ გაიგონეს და ყური არ მათხოვეს, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებისგან და აღარ ეკმიათ უცხო ღმერთებისთვის.
გადმოინთხა ჩემი რისხვა და წყრომა, და მოედო იუდას ქალაქებს და იერუსალიმის ქუჩებს; ნანგრევებად იქცნენ და გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის.
ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რატომ სჩადიხართ დიდ ბოროტებას თქვენივე თავის წინააღმდეგ, რომ ამოგეძირკვოთ იუდადან მამრი და დედრი, ბავშვები და ძუძუმწოვრები, ისე რომ თქვენი ნატამალიც აღარ დარჩეს?
რატომ მაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით, რომ უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლად მოხვედით? რად გინდათ რთმ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდეთ ქვეყნის ყველა ხალხს შორის?
ხომ არ დაგვიწყნიათ ბოროტებანი, რომელთაც თქვენი მამა-პაპა, იუდას მეფეები, მათი ცოლები, თქვენ და თქვენი ცოლები სჩადიოდით იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში?
დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, საუბედუროდ და ამოსაძირკვად მივაქცევ პირს მთელი იუდასკენ.
ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან.
დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით.
არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა.
მაშინ კაცებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები უცხო ღმერთებს უკმევდნენ, და იქ დიდ ჯგუფად მდგარმა დედროვანმა - მთელმა ხალხმა, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში ცხოვრობდა, მიუგეს იერემიას:
არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი,
არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.
რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით.
როცა ვუკმევთ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრით, განა ჩვენი ქმრების უჩუმრად ვუცხობთ მოხატულ კვერებს და ვუღვრით საღვრელს?
უთხრა იერემიამ მთელს ხალხს - მამროვანს და დედროვანს, და ყველას, ვინც ამგვარად უპასუხა მას:
განა არ გაიხსენა უფალმა, განა არ მოაგონდა, რომ აკმევდით თქვენ და თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქაჩებში?
აღარ შეეძლო უფალს მოეთმინა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლენი, რასაც სჩადიოდით, და შეიქნა თქვენი ქვეყანა უდაბური, გატიალებული, დაწყევლილი და უკაცრიელი, როგორც დღეს არის.
იმის გამო, რომ აკმევდით და სცოდავდით უფალს, არ გესმოდათ უფლის ხმა და არ მისდევდით მის რჯულს, მის წესებს და დარიგებებს. ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება, დღეს რომ გჭირთ.
უთხრა იერემიამ მთელს ხალხს და მთელს დედროვანს: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც კი ხართ ეგვიპტის ქვეყანაში.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ!
ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო.
აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.
მახვილს გადარჩენილნი, ძალზე მცირენი, დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას ქვეყნად; მაშინ გაიგებს იუდას ნატამალი, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, საცხოვრებლად, ვისი სიტყვა ახდება: ჩემი თუ მათი?
ეს იყოს იმის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ ახდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ.
ასე თქვა უფალმა: აჰა, ჩავაგდებ ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს, მისი მტრებისა და მესისხლეების ხელში, როგორც ციდკია იუდას მეფე ჩავაგდე ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის - მისი მტრისა და მესისხლის ხელში.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible