Скрыть
7:1
7:7
7:17
7:19
7:27
Глава 14 
14:1
14:5
14:10
14:18
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:
დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.
ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!
თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს,
არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,
მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.
თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს.
ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე.
ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.
აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.
ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ,
რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება რიშელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.
მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე.
შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში?
შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.
განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.
ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.
რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.
არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულისთქმას; უკან წავიდნენ და არა წინ.
იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.
მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.
ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; დაუძახებ და არ გაგაგონებენ.
უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.
თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.
ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.
ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო.
ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, გვალვის გამო.
გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი ჭიშკრები, თავი ჩაქინდრეს; იერუსალიმი ხმამაღლა კივის.
დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.
დასკდა მიწა, რადგან წვიმა არ მოსულა ქვეყანაში; დაირცხვინეს მიწის მუშაკებმა, თავი დაიბურეს.
შველმაც კი მიაგდო ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან ბალახი აღარ იზრდება.
გარეული ვირები შემდგარან ბორცვზე და ჰაერს ყლაპავენ ტურებივით; თვალები დაევსოთ, რადგან აღარ არის ბალახი.
თუმცა ჩვენი უკეთურებანი გვამხილებენ, უფალო, შენი სახელის გულისთვის მაინც ჰყავი წყალობა! უზომოა ჩვენი განდგომილება, შევცოდეთ შენს წინაშე.
ისრაელის სასოვ და მხსნელო გასაჭირში! რადა ხარ მდგმურივით ამ ქვეყანაში, მგზავრივით, ღამის გასათევად რომ გაჩერებულა?
რადა ხარ, როგორც კაცი გაოგნებული, როგორც გმირი, რომელსაც შველა არ შეუძლია. შენ ხომ ჩვენს შორისა ხარ, უფალო? ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით, ნუ მიგვატოვებ!
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რაკი უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს არ ასვენებდნენ, უფალმაც არ შეიტკბო ისინი; ახლა იხსენებს მათ უკეთურებას და სჯის ცოდვებისათვის.
მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ.
შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.
ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: არ იხილავთ მახვილს და არ მოესწრებითო შიმშილობას; მტკიცე მშვიდობას მოგანიჭებთო ამ ადგილზე.
მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.
ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებაზე: ქადაგებენ ჩემი სახელით, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ, მახვილი და შიმშილობა არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი გაწყდებიან მახვილითა და შიმშილით.
ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.
უთხარი მათ ეს სიტყვა: ღვარეთ ცრემლები, ჩემო თვალებო, დღითა და ღამით, განუწყვეტლივ! რადგან უბედურება დაატყდა თავზე ქალწულს, ასულს ჩემი ერისა, წყლული სჭირს ძალზე მძიმე!
გავდივარ ველად და, აჰა - მახვილით განგმირულნი! შევდივარ ქალაქში და, აჰა - შიმშილით დახოცილნი! წინასწარმეტყველიც და მღვდელიც კი უგონოდ მიმოდიან ქვეყნად.
ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!
ვაღიარებ, უფალო ჩვენს უგუნურებებს, ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს, რადგან ცოდვილნი ვართ შენს წინაშე.
ნუ შეგვიძულებ, შენი სახელის გულისთვის, ნუ დაამდაბლებ შენი დიდების ტახტს. გაიხსენე, ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.
თუ არის ხალხთა კერპებს შორის ვინმე წვიმის მომყვანი? ან იქნებ თავისთავად იძლევა ცა წვიმას? ეს ხომ შენა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენი შექმნილია ეს ყოველივე.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible