Скрыть
11:2
11:6
11:9
11:14
11:15
11:19
11:25
11:26
11:40
ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან.
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ.
რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.
რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული; ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო სოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით.
რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხოს, და კარვებში სახლობდა ისაკთან და იაკობთან — იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
ვინაიდან ელოდა საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია.
რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და უამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
ამიტომ ერთისაგან და, ისიც ლამის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და, როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან დაინახეს ისინი, ერწმუნენ მათ, და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და მწირნი არიან ამ ქვეყანაზე.
ხოლო ისინი, ვინც ამას ამბობდნენ, ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
და თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური. ამიტომ ღმერთსაც არ ეთაკილება, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი.
რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელმა, მხოლოდშობილი შესწირა.
რომელზეც ნათქვამი იყო: „ისაკში დაგეწერება შთამომავლობა“.
ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით.
რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა.
რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ.
რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
რწმენით უარი თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო.
და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას.
ცხებულის გულისთვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს.
რწმენით დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის შეპკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.
რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
რწმენით არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.
კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე,
რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს,
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს.
ცოლები აღდგომიდან ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ.
ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები.
მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, მახვილივთ იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, დათრგუნულნი.
ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში.
ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible