Скрыть
4:1
4:6
4:8
4:10
4:11
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული.
ვინაიდან სახარება ჩვენც გვეუწყა, როგორც მათ. მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენილ სიტყვას, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
ხოლო სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში, თუმცა ღვთის საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ სოფლის დასაბამიდან“.
ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაც ასე უთქვამს: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან“.
და კვლავ იქვე: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.
მაშ, რაკი ზოგს შეუძლია მასში შესვლა, ისინი კი, რომელთაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო,—
კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს, — „დღეს,“ ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს“.
ვინაიდან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ იგი აღარას იტყოდა სხვა დღეზე.
ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის.
ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა — თავისისაგან.
მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ.
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.
არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
და ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო, ღვთის ძე, მტკიცედ გვეჭიროს აღსარება.
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible