Скрыть
2:1
2:16
Глава 9 
9:1
9:3
9:6
9:8
9:16
9:18
9:21
9:22
9:23
9:24
9:25
9:26
ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
ვინაიდან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს,
მაშ, როგორ გადავრჩებით უგულებელმყოფელნი ეგზომი ხსნისა? პირველად იგი უფლის მეშვეობით გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში,
ღვთის მიერ ნიშების, სასწაულებისა და სხვადასხვა ძალთა დამოწმებით, და მისი ნებისამებრ სულიწმიდის განაწილებით.
ვინაიდან, ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.
სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს, „რა არის კაცი, რომ გახსოვს? ანდა კაცის ძე, რომ მოინახულებ?
ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქმნარზე მაღლა;
ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ.“ ხოლო, როცა ყოველივე დაუმორჩილა მას, არაფერი დაუტოვებია, მისთვის, რომ არ დაემორჩილებინა. ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს.
მაგრამ ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის.
ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს,
და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობ შენ.“
და კიდევ: „მივენდობი მას.“ და კიდევ: „აგერ, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“
რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,
და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ.
ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაამის თესლს ღებულობს.
ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად.
ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.
პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამა სოფლის წმიდა,
ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური და რომელსაც წმიდა ეწოდებოდა;
მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა,
რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის დაფები.
ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს. ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით.
ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად.
ხოლო მეორეში — მარტო მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისათვის და ხალხის უმეცრებისათვის.
სულიწმიდა უჩვენებს ამით, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი.
ეს არის აწმყო დროის იგავი, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა,
რაც საჭმელ-სასმელებითა და სხვადასხვა განბანებით, და ხორციელი წესებით, დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების უამამდე.
ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით,
არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.
ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის.
ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული.
ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი.
რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. მანამდე მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია.
ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე.
ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს.
და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ“.
მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.
თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.
ამგვარად, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
რადგან არა ხელთქმნილ წმიდაში შევიდა ქრისტე, ჭეშმარიტის წინასახეში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ღვთის წინაშე ჩვენთვის.
და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით.
მაშინ მას სოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად.
და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა,
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible