Скрыть
20:22
Глава 23 
23:2
23:11
23:14
23:18
23:29
23:30
თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.
არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.
არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.
გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.
ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;
მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
არა კლა.
არ იმრუშო.
არ იქურდო.
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.
ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.
უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.
უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.
მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.
უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.
ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.
მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.
თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.
საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში.
თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.
თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე.
ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.
ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
ექვს წელიწადს თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი.
მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს იუქმე, რათა შეისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, სული მოითქვან შენი მხევლის შვილმა და მდგმურმა.
რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს.
სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.
უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას.
წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.
საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი.
შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში; არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.
აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.
თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს.
როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ,
თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის.
არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმომწყდარი და ბერწი; ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს.
კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებენ ისინი ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს.
არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები.
თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს.
არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible