Скрыть
1:2
1:5
1:8
1:12
1:15
1:19
1:23
Глава 2 
2:3
2:6
2:11
2:16
2:19
პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:
მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა,
როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში,
რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით,
რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე სურვილით, რომელიც წინასწარ განიზრახა მასში
სამნეოდ უამთა აღვსებისა რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა.
მასში არჩეულნი ვიქენით კიდეც მემკვიდრეებად, რისთვისაც წინასწარ განსაზღვრული ვიყავით მისი განზრახვით, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნებით,
რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული,
რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად.
ამიტომ მეც, როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში,
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
და გაანათლოს თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,
და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება,
რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა რა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში
ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც.
და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე2— თავად ეკლესიისა,
რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით,
რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ სოფლის უამისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამუამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს.
ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად.
მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა,
ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლითა ხართ დახსნილნი),
და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში,
რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია,
არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,
ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.
ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინდაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა,
რომ იმ დროს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასო და უღვთონი იყავით სოფელში.
ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით.
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე.
გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული — მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი.
და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში.
მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ — შორებელთ და ახლობელთ,
ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან.
ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,
რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად,
რომელზეც შენდებით თქვენც ღვთის დასამკვიდრებლად სულში.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible