Скрыть
1:4
1:5
1:6
1:9
1:10
1:11
1:12
1:13
1:14
1:15
1:18
Глава 3 
3:2
3:3
3:5
3:6
3:8
3:9
3:10
3:16
3:18
3:21
Глава 6 
6:1
6:3
6:4
6:5
6:6
6:8
6:9
6:11
Глава 8 
8:3
8:9
8:12
8:17
Глава 9 
9:1
9:4
9:6
9:7
9:10
9:13
9:14
9:17
სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, იერუსალიმის მეფისა.
ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.
ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან.
უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება.
რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში.
ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად.
განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.
გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ.
ვუთხარი ჩემს თავს: აჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუსალიმში, და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას.
როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.
რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.
ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა.
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
რას არგებს მაშვრალს შრომა მისი?
კიდევაც ვნახე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათ სატანჯველად.
მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს.
თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები.
ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს.
კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა.
მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.
და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.
რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.
ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.
რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?
ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა?
არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის.
მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა, უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება.
კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.
ფუჭად რომ მოვიდა და ბნელში წავიდა, ბნელში რომ დაინთქა სახელი მისი;
ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.
თუნდაც იცოცხლოს ორი ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს, რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა.
ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?
სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.
ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს?
რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
ბრძენს ვინ შეედრება და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათლებს და მისი სახის სიტლანქე იცვლება.
გეუბნები, ასრულებდე მეფის ბრძანებას, თუნდაც ღვთისადმი მიცემული ფიცის გამო.
ნუ ისწრაფვი მისგან წასვლას და ბოროტ საქმეს ნუ დაადგები, რადგან რასაც ისურვებს, ყველაფერს გააკეთებს.
ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?
ცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა; ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს.
ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს, ადამიანის უბედურება კი ის არის,
რომ მან არ იცის; რა მოხდება; ან ვინ ეტყვის მას, როგორ მოხდება?
არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.
ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა; და ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ.
კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.
რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას.
ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება; მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა.
არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია.
არის კიდევ ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: მართლებს ბოროტეულთა საქმეთაებრ მიეგებათ; და არიან ბოროტეულნი, რომელთაც მართალთა საქმეთაებრ მიეგებათ. ვთქვი: ესეც ამაოებაა.
და შევაქე მე მხიარულება, რადგან არ ყოფილა სხვა სიკეთე ადამიანისთვის მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ სვას, ჭამოს და იმხიარულოს; ეს ყოველივე ახლავს მას მის საშრომელში დღენი მისნი, ღმერთმა რომ უბოძა მზისქვეშეთში.
როცა გულს ვიდევ, შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყოველი საქმე, რაც ქვეყნად ხდება, ჩემს თვალებს ძილი არ უნახავთ არც დღე, არც ღამე.
ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, რომ ვერ მიხვდება ადამიანი ვერაფერ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება; რაც უნდა დაშვრეს და იძიოს, ვერას მიხვდება; თუნდაც ბრძენკაცმა თქვას: მივხვდიო, ვერას მიხვდება.
ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.
უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.
რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია.
რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.
წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.
წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი.
მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი და ზეთი არ მოაკლდეს თავს შენსას.
დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს შენს წუთისოფელში, და რომელიც მოგცა ღმერთმა მზისქვეშ შენს წუთისოფელში, რადგან ესაა შენი ხვედრი სიცოცხლეში და იმ შრომაში, რასაც შენ მზისქვეშ ეწეოდი.
რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.
რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
ეს სიბრძნეც შევიტყვე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე იგი:
იყო ქალაქი მცირე და ხალხიც ცოტა; მოადგა ქალაქს დიდი მეფე, ალყა შემოარტყა და შემოაშენა დიდი სიმაგრეები.
აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.
ვთქვი: სიბრძნე ძალზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს.
ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible