Скрыть
1:1
1:6
1:7
1:8
1:9
1:10
1:13
1:14
1:16
1:18
1:19
1:23
1:24
პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე — ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი არიან მრავლად ჩვენში, ასევე მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ.
და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისათვის არის, რომელიც ხდება იმავე ტანჯვათა თმენით, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით.
მტკიცეა ჩვენი სასოება თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც.
რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის მოთმენა შეგვეძლო.
ხოლო ჩვენ თავად გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს,
რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის, რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის,
თქვენი ჩვენდამი შეწევნითი ლოცვითაც, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის, რომ მოგვენიჭა მადლი მრავალთა შუამდგომლობით.
რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით ვიქცეოდით სოფელში. განსაკუთრებით თქვენთან, არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღვთის მადლით.
ვინაიდან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ, ანდა შეიცნობთ და რასაც, როგორც ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ.
როგორც ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენ თქვენი დიდება ვართ, ისევე როგორც თქვენ იქნებით ჩვენი უფლის იესოს დღეს.
და ამ ნდობით მინდოდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიგეღოთ მადლი,
და თქვენთან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდეაში.
ნაჩქარევი ხომ არ იყო ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე. ასე, რომ ჩემი „ჰო, ჰო“, იგივეა, რაც „არა, არა“?
მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ჰოც და არაც,
ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ — მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში,
რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და რომელმაც გვცხო ჩვენ, ღმერთია,
რომელმაც აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი.
და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სულის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე იმიტომ არ მოვდიოდი კორინთოში.
არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible