Скрыть
1:3
1:8
1:14
1:16
1:23
1:24
1:25
1:26
1:29
ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ.
ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს?
ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს?
ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნე და გონების გამჭრიახობა უკუნისიდან.
ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხელოვნებანი მისი ვინ შეიცნო?
ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტზე დაბრძანებული.
უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი, მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს.
მყოფობს ყოველ ხორციელში მისი ნიჭის მიხედვით, მიმადლა იგი მის მოყვარულებს.
უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა.
უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს.
უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.
სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან.
ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა.
უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით.
მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავის ქმნილებებით.
სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად.
იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა დიდება აამაღლა.
უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა.
ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგან სიმძიმე მისი გულისწყრომისა დაამხობს მას.
დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოდ.
დრომდე დაიმარხავს თავის სიტყვებს და მრავალთა ბაგენი მის კეთილგონიერებას აღიარებენ.
სიბრძნის საგანძურებშია გონიერი იგავები, ცოდვილისათვის კი საძულველია ღვთისმოშიშება.
თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას.
რადგან უფლის შიშია სიბრძნე და განსწავლულობა, მისდამი სასოება - რწმენა და სიმშვიდე.
ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას.
პირში ნუ ელაქუცები ადამიანებს და გაუფრთხილდი შენს ბაგეებს.
თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible