Скрыть
21:4
21:6
21:7
21:8
21:10
21:12
21:15
21:16
21:18
21:20
21:23
21:24
21:25
21:29
Глава 23 
23:2
23:3
23:5
23:7
23:8
23:12
23:14
23:16
23:18
23:19
23:23
23:25
23:28
23:29
23:31
23:32
23:34
მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს.
კაცის თვალში სწორია ყველა მისი გზა, ხოლო გულებს უფალი წონის.
სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.
ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.
ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა.
ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა.
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი.
ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს.
ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს.
ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.
ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ მრისხანებას.
სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის - შიში.
გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.
ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი - მზაკვარი.
უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ.
სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.
დევ-გმირთა ქალაქზე აღდგება ბრძენკაცი და დაამხობს საიმედო სიმაგრეს.
საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს.
ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.
ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.
ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.
ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.
ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა.
არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი:
ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცთური პურია იგი.
გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული.
შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.
ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები.
ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენს წინააღმდეგ.
გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს.
ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.
ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible