Скрыть
10:5
10:6
10:9
10:11
10:13
10:14
10:16
10:18
10:20
10:22
10:23
10:24
10:26
10:27
10:29
10:30
10:31
10:32
Глава 26 
26:1
26:2
26:5
26:6
26:7
26:8
26:9
26:10
26:14
26:17
26:18
26:19
26:20
26:23
26:26
26:28
იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.
ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.
კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე.
მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა.
შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.
სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია.
ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის.
უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის.
მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი, ასევე ბრიყვისთვის - პატივი.
როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება.
მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი - ბრიყვთა ზურგისთვის.
ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი.
რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.
რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი.
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვნეს.
თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.
კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე.
ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.
ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.
რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი,
და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.
სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.
ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.
ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევს.
რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.
მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.
ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.
ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.
ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.
კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს უმზადებს.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible