Скрыть
9:1
9:3
9:6
9:9
9:11
9:14
9:16
9:17
9:18
9:19
9:20
9:23
9:24
9:27
9:28
9:31
9:33
Глава 32 
32:3
32:4
32:5
32:10
32:11
32:12
32:13
32:14
32:15
32:16
32:17
32:19
32:20
32:22
მიუგო იობმა და თქვა:
ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?
თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით;
მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები;
ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება;
მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;
მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,
მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი.
აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და მე ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ შევამჩნევ;
აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ?
ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი.
როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი?
მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.
თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;
თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი.
როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი.
ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა არის?
ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;
მიქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, საკვებისკენ რომ მიისწრაფის.
თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი,
მაინც მაშინებს ყველა ჩემი სატანჯველი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ.
მე გავმტყუნდები! რისთვის უნდა დავშვრე ამაოდ?
თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები,
მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი;
რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.
არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.
გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!
მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან.
შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.
მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი.
თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი.
ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკით.
დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის პირიდან, და განრისხდა.
მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქიელის ძემ, და უთხრა: წლებით უმრწემესი ვარ მე, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომაც მომერიდა და ვერ გავბედე მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი.
ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;
ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.
დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.
ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენს შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.
ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო.
ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ.
გაოგნდნენ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სათქმელი;
მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,
მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს აზრს.
რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.
ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ მიველაქუცები;
რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან!
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible