Скрыть
5:2
5:4
5:11
5:16
5:20
5:25
5:27
5:30
Глава 31 
31:2
31:16
31:17
31:21
31:24
31:26
31:27
31:30
31:32
31:35
31:39
Глава 33 
33:3
33:12
33:13
33:19
33:21
33:23
33:24
მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიათვალ-მოათვალიერეთ და ეძებეთ მის მოედნებზე. აბა, თუ იპოვნით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს! მაშინ მივუტევებდი იერუსალიმს.
თუმცა ცოცხალ არს უფალიო, ამბობენ, მაგრამ ცრუდ იფიცავენ.
უფალო, განა ჭეშმარიტებისკენ არ არის მიქცეული შენი თვალები? სცემ მათ, მაგრამ არ სტკივათ; ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ. კლდესავით გაიმაგრეს სახე, არ სურთ მოქცევა.
ვიფიქრე, ბეჩავნი არიან ისინი, უგუნურნი-მეთქი; არ იციან უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი.
წავალ წარჩინებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი, მათ ეცოდინებათ უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი, მაგრამ მათაც დაულეწიათ უღელი და დაუყწყვეტიათ აპეურები.
ამიტომაც დაგლეჯს მათ მაღნარის ლომი, უდაბნოს მგელი გააჩანაგებს მათ; ვეფხვი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს; ყოველი გარეთ გამსვლელი დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გახშირდა მათი განდგომილებანი.
როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.
ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ.
როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?
დაუარეთ მის ვაზებს და გაანადგურეთ, მაგრამ საბოლოოდ არ მოსპოთ; ტოტები შეაჭერით, რადგან უფლის არ არიან ისინი.
რადგან ღალატით მიღალატეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა, ამბობს უფალი.
უარჰყვეს უფალი და თქვეს: აღარ არის იგი და უბედურებაც არ გვეწევაო, არც მახვილს, არც შიმშილს არ ვიხილავთო.
წინასწარმეტყველნი ქარით არიან სავსენიო, სიტყვა არ არისო მათში. ასემც დაემართოთ მათ!
ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ.
აჰა, მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგეს, რას ლაპარაკობს.
ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი.
გადაჭამს შენს მოსავალს და შენს პურს, შეჭამს შენს ვაჟებს და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამს შენს ყურძენს და ლეღვს, მახვილით დააქცევს შენს ციხე-ქალაქებს, რომელთა იმედი გაქვს.
იმხანადაც კი, ამბობს უფალი, არ მოგსპობო საბოლოოდ.
როცა იკითხავენ: რის სანაცვლოდ დაგვმართა ეს ყველაფერი უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო, მიუგე: როგორც მე მიმატოვეთ და ემორჩილებოდით უცხო ღმერთებს თქვენს საკუთარ ქკეყანაში, ასევე დაემორჩილებით უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება.
გამოაცხადეთ ეს იაკობის სახლში და მოასმენინეთ იუდაში:
ისმინე ეს, ბრიყვო და უგულო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერაფერს ხედავს, ყური ასხია და არაფერი ესმის!
არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
ამ ხალხს კი მოუთოკავთ და შეუპოვარი გულთ აქვს; განდგნენ და წავიდნენ,
არ თქვეს გულში: გვეშინოდესო უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას - შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს.
თქვენმა უკუღმართობამ გაამრუდა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე.
რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ.
როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ.
გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.
როგორ არ მოვთხოვო პასუხი ამათ გამო? ამბობს უფალი, როგორ არ მიაგოს ასეთ ხალხს სამაგიერო ჩემმა სულმა?
საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში.
ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?
ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა; წავალ, შვება რომ მიავუგანო მას, ისრაელს.
შორიდან მომევლინა უფალი: სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე.
კვლავ აგაშენებ და აშენებული იქნები, ისრაელის ქალწულო. კვლავ შეამკობ შენს დაირებს და მხიარულად იროკებ.
კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; ვინც გააშვნებს, ის მოისთვლის.
რადგან დადგება დღე და გამოაცხადებენ ებგურები ეფრემის მთაზე: ადექით, ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.
რადგან ასე ამბობს უფალი: უზეიმეთ სიხარული იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის უპირველესისთვის, გამოაცხადეთ, ადიდეთ და იძახეთ: შენ იხსენი, უფალო, შენი ერი, ისრაელის ნატამალი!
აჰა, წამოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და თავს მოვუყრი ქვეყნას კიდეებიდან; მათთან იქნებიან ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ.
ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა.
ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას.
რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან.
მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მაღლობზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკეხ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ დაჭკნებინ არასოდეს.
მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ.
დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;
ასე ამბობს უდალი: ხმა ისმის რამათში, მოთქმა და მწარე ტირილი; რახილი დასტირის თავის შვილებს, არ სურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი.
ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისგან და ნუღარ დაღვრი ცრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი; დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.
ცხადად მომესმა, რომ წუხს ეფრემი: მსჯიდი და დასჯილი ვარ შენგან, როგორც გაუხედნელი მოზვერი. მომაქციე და მოვიქცევი, რადგან შენ ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.
განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს!
როდემდის უნდა იწანწალო, განდგომილო ასულო? სიახლე მოიტანა უფალმა ქვეყანაზე: დიაცი იფარავს ვაჟკაცს.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ამას იტყვიან იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა დავაბრუნებ მათ წარტაცებულს: გაკურთხოს უფალმა, სიმართლის სადგურო, მთაო წმიდავ!
დასახლდება იქ იუდა თავის ქალაქებთან ერთად, მიწისმუშაკნი და ჯოგებთან მოარულნი.
რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.
ამაზე გამეღვიძა და დავინახე, რომ მეამა ძილი.
აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავთესავ ისრაელის სახლში და იუდას სახლში ადამის თესლს და პირუტყვის თესლს.
როგორც ვუთვალთვალებდი მათ აღმოსაფხვრელად და გასანადგურებლად, დასამხობად და მოსასპობად, და გასაუბედურებლად, ასევე კვლავაც ვუთვალთვალებ, რომ ვაშენებდე და ვრგავდე, ამბობს უფალი.
იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები.
რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.
რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.
აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.
ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
თუ ეს წესები მომეშალა, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის მოდგმაც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად.
ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელს მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი.
აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე;
გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის.
მთელი ხეობა გვამებისა და ნაცრისა, ყველა ნახანძრალი ადგილი კიდრონის ხევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრის, არ განადგურდების უკუნითი უკუნისამდე.
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორეგზის, როცა ჯერ კიდევ საყრობილეში იყო დამწყვდეული.
ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, და უფალი, რომელმაც გამოსახა იგი, რათა დაეფუძნებინა. უფალია მისი სახელი.
დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით.
რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფის სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილებისა და მახვილის წინაშე,
როცა მოვიდნენ ქალდეველები საბრძოლველად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომელნიც მე გავწყვიტე რისხვითა და წყრომით, რადგან მათი ბოროტების გამო პირი შევაქციე ამ ქალაქს.
აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს;
დავაბრუნებ იუდას და ისრაელის წარტაცებულს და წინანდებურად ავაშენებ მათ.
გავწმედ მათ ყოველგვარი დანაშაულისგან, რითაც შემცოდეს, და ვაპატიებ ყოველგვარ დანაშაულს, რითაც შემცოდეს და განმიდგნენ.
სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
ასე ამბობს უფალი: კვლავ გაისმება ამ ადგილას, რომლის გამოც ამბობთ, გაუდაბურდაო, არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, - იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, აწ უკაცრიელში, სადაც არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებს,
ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
ასე ამბობს ცაბაოთ უდგლი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც ვაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ჯოგის სადგომები.
მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში, ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში და იუდას ქალაქებში კვლავ გაივლის ცხვარი მისი დამთვლელის ხელში, ამბობს უფალი.
აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინოთ სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი.
იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.
რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე.
არ მოაკლდებათ ლევიანთა მღვდლებს მემკვიდრე, ჩემს წინაშე აღსავლენის შემწირველი, ძღვენის მკმეველი და საკლავის მიმტანი სამარადისოდ.
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან.
როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ.
ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,
მაშინ იაკობისა და დავითის - ჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible