Скрыть
10:10
10:11
10:14
10:15
10:17
10:27
10:31
10:32
Глава 37 
37:2
37:4
37:5
37:6
37:7
37:8
37:10
37:11
37:12
37:15
37:17
37:18
37:19
37:22
37:23
37:26
37:29
37:30
37:34
37:37
ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა.
უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით.
მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა.
რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?
განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის?
როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას;
როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს?
როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.
რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი.
ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა.
თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?
ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი.
ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად - მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს.
გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება.
გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს.
იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.
ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს!
თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი სამართლიანობა.
რადგან გადაწყდა ეს დაქცევა და აღასრულებს მეუფე, ცაბაოთ უფალი მთელ ქვეყანაზე.
ამიტომ ასე ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ნუ გეშინია აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო! კვერთხით გცემს და კეტს გიღერებს, როგორც ეგვიპტელნი იქცეოდნენ.
რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაქცევად აღინთება.
მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში აღმართა.
იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან.
ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს;
გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება.
აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა, ბედშავო ყანათოთო!
მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს.
კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს.
აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს; ტანმაღალნი გაიჩეხებიან და აღზევებულნი დაემხობიან.
გაკაფავს რკინით ტყის უღრანს და დაეცემა ლიბანი ძლიერის ხელით.
როცა გაიგონა ეს ხიზკიაჰუმ, სამოსელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები ესაია წინასწარმეტყველთან, ამოცის ძესთან.
უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.
ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მორჩილნი ესაიასთან.
უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მაგინებენ აშურის მეფის მსახურნი.
აჰა, მივუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისივე ქვეყანაში დავცემ მახვილით.
დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლახიშიდან დაძრულა იგი.
თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ:
ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი; ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაღისა და ღივას მეფე?
გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
ილოცა ხიზკიაჰუმ უფლისადმი და თქვა:
ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომელო! შენ ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა
ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
მართალია, უფალო, რომ მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან კაცის ხელით ნაკეთები საგნები.
აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.
შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.
აი, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ, დაგცინის ქალწული ასული სიონისა, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
შენს მორჩილთა პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ალვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში.
ამოვთხარე და შევსვი წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
ნუთუ არ გსმენია, რომ მე დიდი ხნის წინათ მქონდა ეს გამზადებული, ძველთაგანვე მქონდა დასახული? ახლა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ციხე-ქალაქები.
მათ მცხოვრებლებს ღონე მიეხადათ, შეშინდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
ვიცი შენი ჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა, შენი სიცოფე ჩემ წინააღმდეგ.
იმის გამო, რომ ცოფობ ჩემ წინააღმდეგ და მისწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნობის ამბავი, ნესტოებში რგოლებს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.
კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის დარჩენილი ნატამალი და მაღლა ნაყოფს გამოიღებს.
რადგან იერუსალიმიდან გამოვა დანარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან; ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.
გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა.
აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible