Скрыть
1:10
ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში,
ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი.
იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.
ანგელოზებზე იმდენადვე უკეთესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
ვინაიდან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ოდესმე: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ.“ ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“?
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს მსოფლიოში პირმშო, ამბობს: „დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა.“
ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ — მოგიზგიზე ცეცხლად.“
ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოზიარეებზე მეტად.“
და: „შენ დააფუძნე, უფალო, დასაბამად მიწა და ცა შენი ხელის ნამოქმედარია.
ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევა.“
ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად“?
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible