Скрыть
2:2
2:7
2:10
Глава 3 
3:2
3:4
3:6
3:10
3:13
3:14
3:15
3:16
3:21
3:22
Глава 16 
16:1
16:4
16:5
16:9
16:11
16:14
16:17
16:18
16:19
16:22
16:23
16:25
16:27
16:28
16:29
16:34
16:36
16:39
16:47
16:50
16:55
16:56
16:57
16:58
Глава 33 
33:1
33:3
33:4
33:5
33:6
33:9
33:14
33:18
33:19
33:23
33:28
33:30
33:32
33:33
მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!
შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა.
მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.
ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.
გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.
უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ.
და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში.
გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი.
მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.
გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი.
მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში.
მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;
რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან;
არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ.
ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი.
აჰა, გავასასტიკე შენი სახე მათ სახესავით და გავამაგრე შენი შუბლი მათი შუბლივით:
კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნე გეშინია მათი და ნუ შეგაშინებს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია ისინი.
მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე.
წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.
ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!
ცხოველთა ფრთების ერთმანეთზე ცემის ხმა, ბორბლების ტრიალი მათ გვერდით და დიდი ზანზარის ხმა.
სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.
შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:
ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები.
ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე.
შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა, მელაპარაკა და მითხრა: შედი, ჩაიკეტე შენს სახლში.
ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ, რომ ვეღარ იარო მათ შორის.
სასას მივაწებებ შენს ენას, რომ დამუნჯდე და ვეღარ ამხილებდე მათ, რადგან ურჩი მოდგმაა ისინი.
მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები
და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.
შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ.
არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი.
ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი!
მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.
ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.
მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.
სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.
ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.
ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.
გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.
დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი.
აიღე შენს სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება.
აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან.
აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე.
ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი.
წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!
შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.
ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი.
ყველა ამ ბოროტების შემდეგ იყო - ვაი, ვაი შენდა! ამბობს უფალი, ღმერთი,
რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე.
ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა.
შენ ბოზობდი ეგვიპტელებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და უზომო ბოზობით მაჯავრებდი.
აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.
აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი.
ამრავლე შენი ბოზობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეამდე და ამითაც კი ვერ გაძეხი.
როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს!
როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,
არამედ გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა.
ყველა ბოზ ქალს საჩუქრებს აძლევენ, შენ კი თავად ასაჩუქრებ შენს საყვარლებს და იქრთამავ მათ შენთან-მოსასვლელად ყოველი მხრიდან საბოზაოდ.
შენ გამოირჩეოდი სხვა ქალებში შენი ბოზობით: შენ კი არ გდევდნენ საბოზაოდ, თავად შენ აძლევდი საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევდნენ. ასეთი გამორჩეული იყავი.
ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა,
ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ გადმოღვრილია შენი ქვაბი და გამოჩნდა შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და ყველა შენს საძაგელ კერპთან ბოზობაში, და შენი შვილების სისხლის გამო, რომელთაც მათ აძლევდი,
აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიშიშვლეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სიშიშვლეს.
დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას.
მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს და დააქცევენ შენს სათაყვანო გორაკებს, შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ.
მოგისევენ ბრბოს, რომ ქვებით ჩაგქოლონ და თავიანთი მახვილებით აგკუწონ.
ცეცხლში დაგიწვავენ სახლებს და გაგასამართლებენ ბევრი დიაცის თვალწინ; შეგაწყვეტინებ ბოზობას და აღარ მოჰყვები საჩუქრების დარიგებას.
როგორ დავიცხრო შენზე რისხვა და როგორ ჩამიქრეს შური შენდამი? როგორ დავმშვიდდე, რომ აღარაფერი მაწუხებდეს?
რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად.
აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.
დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი.
შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.
მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.
ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!
აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.
გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.
სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.
შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.
მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის,
რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი.
შენი დები - სოდომი და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; შენც და შენი ასულებიც წინანდელს დაუბრუნდებით.
განა შენს ყბაში არ იყო ჩავარდნილი შენი და - სოდომი შენი ამპარტავნობის დროს,
ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან.
შენვე იტვირთე შენი სიგლახე და შენი სისაძაგლეები, ამბობს უფალი.
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა შეიძულე ფიცი და გატეხე აღთქმა.
მაინც გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში რომ დაგიდევი, აღგიდგენ საუკუნო აღთქმას.
გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.
აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის შვილებს და უთხარი მათ: თუ რომელიმე ქვეყანას მოვუვლენ მახვილს და ამ ქვეყნის ხალხი ამოირჩევს თავისი წიაღიდან ერთ კაცს და თავის მფარველად დაადგენს მას,
დაინახავს ის ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, დასცემს ბუკს და გააფრთხილებს ხალხს;
თუ ისმინა მსმენელმა ბუკის ხმა და არ გაფრთხილდა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იგი, მისი სისხლი მის თავზე იქნება.
ბუკის ხმა მოესმა და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ვინც გაფრთხილება, თავს გადაირჩენს.
თუ მფარველმა დაინახა წამოსული მახვილი და ბუკს არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა ვინმე მათგანი, ეს თავისი ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ.
აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.
როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს.
შენ, ადამის ძევ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობთ-თქო თქვენ: თუ ჩვენი დანაშაულნი და ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით ჩვენ, როგორღა უნდა ვიცოცხლოთ?
უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!
შენ, ადამის ძევ, უთხარი შენი ერის შვილებს: მართალს ვერ იხსნის მისი სიმართლე შეცოდების დღეს და ბოროტეული არ წაიფორხილებს თავისი ბოროტების გამო თავისი მოქცევის დღეს ბოროტებისგან; ვერ გადარჩება მართალი ცოდვის ჩადენის დღეს.
როცა ვეუბნები მართალს, გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა.
როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს,
გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება.
არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება.
ამბობენ შენი ერის შვილები: სწორი არ არისო უფლის გზა. თავად მათი გზა არ არის სწორი.
როცა მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ბოროტებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება.
როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება.
თქვენ ამბობთ: სწორი არ არისო უფლის გზა. თითოეულს თქვენი გზისაებრ დაგდებთ მსჯავრს, ისრაელის სახლო!
მეთორმეტე წელს, ჩვენი ტყვეობისა. მეათე თვის ხუთში მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი და მითხრა: დაიქცა ქალაქი!
უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ადამის ძევ! ასე ამბობენ იმ ნაოხართა მკვიდრნი ისრაელის მიწაზე: ერთი იყო აბრაამი და მან დაიმკვიდრა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.
ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლით ჭამთ და თვალებს კერპებისკენ აპყრობთ? სისხლს ღვრით და ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?
თქვენს მახვილზე დგახართ, სისაძაგლეს სჩადხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და კიდევ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?
ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ!
უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ქვეყანას და გაქრება მისი ამპარტავნეული სიძლიერე, გაუკაცრიელდება ისრაეილს მთები, ისე რომ არავინ იქნება გამვლელი.
მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა უდაბნოდ და უკაცრიელად ვაქცევ ამ ქვეყანას; ყველა სისასაძგლისთვის, რაც ჩაუდენიათ.
შენ კი, ადამის ძევ! შენი ერის შვილები ლაპარაკობენ შენზე კედლებთან და სახლების კართან, ეუბნებიან ერთმანეთს, მიდი, მოისმინე, რა სიტყვა გამოვიდა უფლის პირიდანო.
მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენს წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი.
როცა ახდება ეს და, აჰა, ახდა კიდეც! მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible