Скрыть
3:2
3:3
3:5
3:6
3:8
3:9
3:10
3:16
3:18
3:21
Глава 4 
4:2
4:3
4:7
4:10
4:11
4:12
4:15
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.
ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა.
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
რას არგებს მაშვრალს შრომა მისი?
კიდევაც ვნახე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათ სატანჯველად.
მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს.
თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები.
ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს.
კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა.
მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.
და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.
რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.
ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.
რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?
ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა?
კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი.
უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდიხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ.
და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.
ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.
კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზისქვეშეთში.
არსებობს კაცი მარტოხელა, არ ჰყავს არავინ, არც ძმა, არც შვილი, ხოლო მის შრომას ბოლო არ უჩანს და ვერ გაძღება მისი თვალი დოვლათის ხილვით. ვისთვისღა ვშრომობ და სიამეს რისთვის ვიკლებდი? ამაოება არის ესეც და ფუჭი საქმე.
მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში.
თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის?
თუ ორნი დაწვნენ, გათბებიან; მარტომყოფს კი რაღა გაათბობს!
თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.
რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას.
ვიხილე: ყოველ მკვიდრს მზისქვეშეთში ყმაწვილი ახლავს, ეს მისი სხვაა, მის ნაცვლად დადგება.
არ უჩანს დასასრული ხალხს, ვინც მათ უწინარეს იყო, და არც შემდგომნი მოინატრებენ მათ. რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible