Скрыть
1:1
1:2
1:4
1:5
1:12
1:15
1:17
პავლე, ღვთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ.
ტიმოთეს, საყვარელ შვილს — მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წმიდა სინდისით, წინაპართა კვალზე, რომ განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
მენატრება შენი ნახვა, ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, რათა სიხარულით აღვივსო.
ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის.
ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით,
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს.
ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება,
რომლის მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი.
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.
ჩაეჭიდე საღი სიტყვების მაგალითს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია.
შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული.
შენ იცი ეს, რომ აზიაში მიმატოვა ყველამ, მათ შორის ფიგელოსმა და ერმოგენესმა.
უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა,
არამედ რომში მოსული გულმოდგინედ მეძებდა და მომნახა.
მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible