Скрыть
11:3
11:5
11:7
11:8
11:9
11:10
11:11
11:12
11:13
11:16
11:19
11:23
Глава 26 
26:2
26:7
26:8
26:9
26:10
26:11
26:12
26:13
26:14
26:15
26:20
26:22
Глава 32 
32:2
32:3
32:4
32:6
32:8
32:15
32:16
32:22
32:23
32:27
32:28
32:29
მოვიდა რობოამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის.
გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და იუდასა და ბენიამინის მთელ სახლს:
ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,
ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
გათი, მარეშა, ზიფი,
ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.
ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.
მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.
დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის.
გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული.
უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.
დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა.
გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი.
გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზიაჰუ, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფეს.
მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ მამა-პაპასთან.
თექვსმეტი წლის იყო ეუზიაჰუ, რომ გამეფდა, და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექალია, იერუსალიმელი.
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, იქცეოდა.
ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვების მეცნაური. ვიდრე ეძებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას.
გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები. ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში.
ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა.
ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.
ყუზიაჰუს მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასიაჰუ ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით.
მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო ორიათას ექვსასი,
მათ ხელში იყო სამასშვიდიათას ხუთას კაციანი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები.
გააკეთა იერუსალიმში გამომგონებლის მიერ გამოგონებული მანქანები, რომ დაედგათ კოშკებზე და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად იყო შეწევნილი, ვიდრე არ გაძლიერდა.
როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.
მას მიჰყვა მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით.
წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.
განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და, აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას.
სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ეუზიაჰუ, ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი კი მეფის სახლს განაგებდა და განიკითხავდა ქვეყნის ერს.
ყუზიაჰუს დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ.
განისვენა ყუზიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.
ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს, მათ გატეხას ფიქრობდა.
როცა დაინახა იეხიზკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს,
გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ.
შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: რატომ უნდა ნახონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?
მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
ჯარის უფროსები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა:
გამტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან.
მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში. გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე.
ამის შემდეგ სანხერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრითურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მორჩილნი იერუსალიმში იეხიზკიაჰუს, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ:
ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხე-სიმაგრეში რომ ჩამსხდარხართ?
განა იეხიზკიაჰუ არ გაცთუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ, უფალი, ჩვენი ღმერთი გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?
განა მაგ იეხიზკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი?
განა არ იცით რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები?
რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან?
ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას. რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.
კიდევ ელაპარაკნენ მისი მორჩილნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მორჩილის, იეხიზკიაჰუს, წინააღმდეგ.
უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან.
ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმის ხალხს, გალავანზე მყოფს, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი.
ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე.
ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს.
მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ.
იხსნა უფალმა იეხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის, სანხერიბისა, და ყველას ხელიდან და დაიფარა ყოველი მხრივ.
მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იეხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის. მას აქეთ ამაღლდა იგი ყველა ხალხი თვალში.
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი.
არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.
მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში.
დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის,
ბეღლები მიწის ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ცხვრის ფარისთვის.
აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა.
მანვე, იეხიზკიაჰუმ, გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავე და ქვემოთ ჩამოიყვანა, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეზე. წარმატება ჰქონდა იეხიზკიაჰუს ყველა თავის საქმეში.
მხოლოდ ბაბილონის მთავართა ელჩობის დროს, რომელიც გამოგზავნეს მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები.
იეხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
განისვენა იეხიზკიაჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების ზემოთ. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე, გამეფდა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible