Скрыть
Глава 5 
5:2
5:4
5:8
5:9
5:10
5:12
5:13
და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად, არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით,
რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა.
და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში.
და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით.
რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.
ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სულიერად მოწიფულთა შორის, არა სოფლის სიბრძნეს, არც სოფლის მთავართა, წარმავალთა,
არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს საიდუმლოებაში, დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის,
რაც ვერავინ შეიცნო სოფლის მთავართაგან. ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.
მაგრამ, როგორც სწერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.“
ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც.
ვინაიდან, რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღვთის სულისა.
ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული.
და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით. სულიერს სულიერით განვმარტავთ.
აი, მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი.
ხოლო სულიერი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისგან არ განისჯება.
რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას? ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი.
ხმა დადის საერთოდ, რომ მრუშობაა თქვენში, თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს.
და თქვენ კიდეც ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოიკვეთოს თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.
თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს.
არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან.
არა მარტო ამ სოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით სოფელს.
არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ.
ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible