Скрыть
3:3
3:7
3:8
3:10
3:12
3:14
3:15
3:17
3:21
3:22
3:23
ხოლო მე, ძმანო, არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
რძეს გასმევდით თქვენ და არა საჭმელს, ვინაიდან მაშინ არ შეგეძლოთ და ახლაც არ ძალგიძთ,
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?
რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე: მე აპოლოსისა ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?
აბა, ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა.
მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.
დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ.
ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი2— ღვთის ყანა და ღვთის შენობა.
მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე.
ვინაიდან არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.
და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე — ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, —
თითოეულის საქმე გამომუღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის.
ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან.
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?
თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.
ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს.
ვინაიდან ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“
და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია.
გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ სოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი — ყოველივე თქვენია.
თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible