Скрыть
12:1
12:5
12:6
12:8
12:11
12:14
12:15
12:16
12:17
12:18
12:19
12:20
12:21
12:22
12:23
12:24
12:25
12:26
12:29
12:30
12:31
ახლა სულიერ ნიჭზე. არ მინდა, ძმანო, უცოდინარნი იყოთ.
იცით, რომ როდესაც წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.
ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: შეჩვენებულიაო იესო. და არავის შეუძლია უფალი უწოდოს იესოს, თუ არა სულიწმიდით.
სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია.
მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია.
მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში.
მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ.
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს — ცოდნის სიტყვა იმავე სულით.
ზოგს რწმენა — იმავე სულით და ზოგს — განკურნებათა ნიჭი იმავე სულით.
ზოგს — სასწაულთმოქმედება, ზოგს — წინასწარმეტყველება, ზოგს — სულების გარჩევა, ზოგს — სხვადასხვა ენები, ზოგს — ენების განმარტება.
ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს.
რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად — იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს.
ვინაიდან სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი.
ფეხმა რომ თქვას: მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
ანდა ყურმა რომ თქვას: მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?
და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში — თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა.
და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული?
აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი.
თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებითო.
არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან.
ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად გარემოვიცავთ პატივით. და ჩვენს უსახურთ უფრო უხვად აქვთ სახიერება.
ჩვენს სახიერებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს.
რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე — მისი ასოები.
დააყენა ღმერთმა ეკლესიაში პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, მერე კურნებათა ნიჭები, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები.
ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს?
ყველას აქვს განკურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible