Скрыть
1:2
1:3
1:6
1:7
1:8
1:9
1:11
1:12
1:13
1:14
1:15
1:16
1:18
1:20
1:21
1:22
1:23
1:30
1:31
1:36
1:37
1:39
1:41
1:42
1:44
1:45
1:46
1:47
1:48
1:50
1:52
1:53
1:54
Глава 2 
2:5
2:6
2:8
2:9
2:11
2:12
2:13
2:14
2:16
2:17
2:18
2:19
2:20
2:21
2:22
2:23
2:24
2:25
2:26
2:27
2:28
2:29
2:30
2:31
2:32
2:33
2:34
2:35
2:36
2:37
2:38
2:39
2:40
2:41
2:42
2:43
2:44
2:45
2:46
2:47
2:48
2:49
2:51
2:52
2:53
2:54
2:55
ადამი, შეთი, ენოში,
კენანი, მაჰალალეელი, იარედი,
ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი,
ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.
იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი.
ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი.
ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.
მიცრაიმმა შვა ლუდიმი და ყანანიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი,
ფათრუმიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი.
იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშეველნი,
ხიველნი, ყარკიელნი, სინაელნი,
არვადიელნი, ცემარიელნი და ხამათიელნი.
სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.
არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.
ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი.
იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი,
ჰადორამი, უზალი, დიკლა,
ყებალი, აბიმაელი, შება,
ოფირი, ხავილა, იობაბი. ყველა ესენი იაკტანის ძენი არიან.
სემი, არფაქშადი, შალახი,
ყებერი, ფელეგი, რეყუ,
სერუგი, ნახორი, თარახი,
აბრამი, იგივე აბრაამი.
აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი.
ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი,
მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,
იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.
კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი.
მიდიანის ძენი: ყეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან.
აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი.
ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი.
ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი.
რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.
სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი.
ლოტანის ძენი: ნორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი.
შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ყებალი, შეფი, ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა.
ყანას ძე დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი.
ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.
აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
მოკვდა ბეყალი და მის ნაცვლად გამეფდა იობაზ ზერახის ძე, ბოცრელი.
მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშანი, თემანის ქვეყნიდან.
მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა.
მოკვდა სამლა და მის ნაცვლად საული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
მოკვდა საული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანან ყაქბორის ძე გამეფდა.
მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰატაბელი, ასული მატრედისა, ასული მიეზაჰაბისა.
მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი ითეთი,
მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი,
მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი,
მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.
ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.
თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი.
ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
ეთანის ძე: ყაზარია.
ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი.
ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე.
იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.
ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.
ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.
მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი.
სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა.
გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.
მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა.
ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო ონამის დედა.
იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.
ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური.
აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.
ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
აფაიმს ყავდა ძე - იშყი. იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.
იადაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.
იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმელის ძენი იყვნენ.
შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშეთს ეგვიპტელი მორჩილი ჰყავდა, სახელად იარხაყი.
შეშეთმა თავისი ასული თავის მორჩილს, იარნაყს, მისცა ცოლად. მას შეეძინა ყათაი.
ყათაიმ შვა ნათანი; ნათანმა შვა ზაბადი.
ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი.
ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია.
ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა.
ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი.
შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი.
იერახმეელის ძმის, ხალების ძენი: მისი პირმშო მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის ძენი.
ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.
შემაყმა შვა რახამი, იარკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი.
შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა.
ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცავი და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი.
ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა,
მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა. ქალების ასული ყაქსა.
ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა.
შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე და ხაცი-ჰამენუხოთი.
კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი, შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი.
სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათიელნი, ყატრო-ბეთ-იოაბი, ხაცი-ჰამანახთი, ცორყიელნი.
იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის, ხამათის, შთამომავლები.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible