Скрыть
3:1
3:2
3:4
3:5
3:6
3:7
3:10
3:11
3:12
3:13
3:14
3:15
3:16
3:17
3:20
3:22
3:24
3:25
3:27
3:31
Глава 4 
4:4
4:6
4:8
4:12
4:13
4:15
4:17
4:18
4:20
4:21
4:22
4:24
4:26
4:27
4:28
4:31
4:33
4:34
მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.
რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.
მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება
და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.
მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.
მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.
როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.
საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.
რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის.
ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა.
რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა.
შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.
თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,
რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.
შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია.
რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.
საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება.
და გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ
გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს.
განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში.
გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია.
აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება.
წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის.
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ.
მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში.
განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.
შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ.
მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.
რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.
თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი მოიდრიკე.
ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე.
იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები.
იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი,
და შეიქნები ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს.
სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ.
მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან.
მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს.
რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს.
მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება, დამკვიდრდება.
რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი.
რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და ძრწოლაში ეყოლება,
გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს.
კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას,
განუცხადებს თავის საიდუმლოთ.
თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს ხელში.
გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი თავი
და შენი თავისა არ შეგრცხვება.
რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და მადლია.
ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა ნუ გრცხვენია.
ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს,
რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის მეტყველებით.
წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.
ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ.
უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ მიეკერძოები.
სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის.
ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი საქმეში.
ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან.
ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible