Скрыть
4:1
4:5
4:6
4:7
4:9
4:10
4:12
4:14
4:16
4:19
4:20
4:22
4:24
რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე?
თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე.
ვინაიდან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“
მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით.
მაგრამ არა მოქმედს, რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უღვთოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.
ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს უთვლის საქმეთაგან დამოუკიდებლად:
„ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული.
ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“
მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთლობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.
როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს.
ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ.
ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
ვინაიდან აბრაამს ან მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო სოფლის მემკვიდრე.
თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა — უსარგებლო.
ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია.
მაშ, რწმენით, რათა ყოფილიყო მადლით, რათა აღთქმა მტკიცე ყოფილიყო მთელი თესლისათვის. არა მარტო რჯულით თესლისათვის, არამედ რწმენით აბრაამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა
როგორც სწერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფად მოუწოდებს.
რომელიც უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი.“
არ დაუძლურებულა რწმენაში, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.
მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.
ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ.
და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას,
არამედ ჩვენი გულისთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო,
რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible