Скрыть
10:1
10:2
10:7
10:10
10:14
10:17
Глава 11 
11:2
11:5
11:7
11:9
11:12
11:13
11:16
11:19
11:20
11:21
11:23
11:24
11:26
11:28
11:31
11:36
Церковнославянский (рус)
[Зач. 103.] Бра́тiе, благоволе́нiе у́бо мо­его́ се́рдца и моли́тва, я́же къ Бо́гу по Изра́или, е́сть во спасе́нiе.
Свидѣ́тел­ст­вую бо и́мъ, я́ко ре́вность Бо́жiю и́мутъ, но не по ра́зуму.
Не разумѣ́юще бо Бо́жiя пра́вды и свою́ пра́вду и́щуще поста́вити, пра́вдѣ Бо́жiей не повину́шася:
кончи́на бо зако́на Христо́съ, въ пра́вду вся́кому вѣ́ру­ю­щему.
Моисе́й бо пи́шетъ пра́вду ю́же от­ зако́на: я́ко сотвори́вый та́ человѣ́къ жи́въ бу́детъ въ ни́хъ.
А я́же от­ вѣ́ры пра́вда си́це глаго́летъ: да не рече́ши въ се́рдцы тво­е́мъ: кто́ взы́детъ на небо, си́рѣчь Христа́ свести́:
или́ кто́ сни́детъ въ бе́здну, си́рѣчь Христа́ от­ ме́ртвыхъ воз­вести́.
Но что́ глаго́летъ Писа́нiе? Бли́зъ ти́ глаго́лъ е́сть, во устѣ́хъ тво­и́хъ и въ се́рдцы тво­е́мъ, си́рѣчь глаго́лъ вѣ́ры, его́же проповѣ́даемъ:
я́ко а́ще исповѣ́си усты́ тво­и́ми Го́спода Иису́са, и вѣ́руеши въ се́рдцы тво­е́мъ, я́ко Бо́гъ Того́ воз­дви́же изъ ме́ртвыхъ, спасе́шися:
се́рдцемъ бо вѣ́рует­ся въ пра́вду, усты́ же исповѣ́дует­ся во спасе́нiе.
[Зач. 104.] Глаго́летъ бо Писа́нiе: вся́къ вѣ́руяй въ О́нь не постыди́т­ся.
Нѣ́сть бо ра́зн­ствiя Иуде́еви же и Е́ллину: То́й бо Бо́гъ всѣ́хъ, богатя́й {бога́тъ сы́й} во всѣ́хъ при­­зыва́ющихъ Его́.
Вся́къ бо, и́же а́ще при­­зове́тъ и́мя Госпо́дне, спасе́т­ся.
Ка́ко у́бо при­­зову́тъ, въ Него́же не вѣ́роваша? Ка́ко же увѣ́руютъ, Его́же не услы́шаша? Ка́ко же услы́шатъ безъ проповѣ́да­ю­щаго?
Ка́ко же проповѣ́дятъ, а́ще не по́слани бу́дутъ? Я́коже е́сть пи́сано: ко́ль красны́ но́ги благовѣ­ст­ву́ющихъ ми́ръ, благовѣ­ст­ву́ющихъ блага́я.
Но не вси́ послу́шаша благовѣ­ст­вова́нiя. Иса́iа бо глаго́летъ: Го́споди, кто́ вѣ́рова слу́ху на́­шему?
Тѣ́мже у́бо вѣ́ра от­ слу́ха, слу́хъ же глаго́ломъ Бо́жiимъ.
Но глаго́лю: еда́ не слы́шаша? Тѣ́мже у́бо {но па́че}, во всю́ зе́млю изы́де вѣща́нiе и́хъ, и въ концы́ вселе́н­ныя глаго́лы и́хъ.
Но глаго́лю: еда́ не разумѣ́ Изра́иль? Пе́рвый Моисе́й глаго́летъ: А́зъ раздражу́ вы́ не о язы́цѣ, но о язы́цѣ неразу́мнѣ {о не язы́цѣ, о язы́цѣ неразу́мнѣ} прогнѣ́ваю ва́съ.
Иса́iа же дерза́етъ и глаго́летъ: обрѣто́хся не и́щущымъ Мене́, явле́нъ бы́хъ не вопроша́ющымъ о Мнѣ́.
Ко Изра́илю же глаго́летъ: ве́сь де́нь воз­дѣ́хъ ру́цѣ Мо­и́ къ лю́демъ непокори́вымъ и пререка́ющымъ.
Глаго́лю у́бо: еда́ от­ри́ну Бо́гъ лю́ди Своя́? Да не бу́детъ. И́бо и а́зъ Изра́илтянинъ е́смь, от­ сѣ́мене Авраа́мля, колѣ́на Венiами́нова.
Не от­ри́ну Бо́гъ люде́й Сво­и́хъ, и́хже пре́жде разумѣ́. [Зач. 105.] Или́ не вѣ́сте, о Илiи́ что́ глаго́летъ Писа́нiе, я́ко приповѣ́дуетъ Богови {вопiе́тъ къ Бо́гу} на Изра́иля, глаго́ля:
Го́споди, проро́ки Твоя́ изби́ша и олтари́ Твоя́ раскопа́ша: и а́зъ оста́хъ еди́нъ, и и́щутъ души́ мо­ея́, изъя́ти ю́.
Но что́ глаго́летъ ему́ Боже­с­т­вен­ный от­вѣ́тъ? Оста́вихъ Себѣ́ се́дмь ты́сящъ муже́й, и́же не преклони́ша колѣ́на предъ Ваа́ломъ.
Та́ко у́бо и въ ны́нѣшнее вре́мя оста́нокъ по избра́нiю благода́ти бы́сть.
А́ще ли по благода́ти, то́ не от­ дѣ́лъ: зане́ благода́ть уже́ не быва́етъ благода́ть. А́ще ли от­ дѣ́лъ, ктому́ нѣ́сть благода́ть: зане́ дѣ́ло уже́ нѣ́сть дѣ́ло.
Что́ у́бо? Его́же иска́­ше Изра́иль, сего́ не получи́, а избра́нiе получи́: про́чiи же ослѣпи́шася,
я́коже е́сть пи́сано: даде́ и́мъ Бо́гъ ду́хъ умиле́нiя {ду́ха нечу́в­ст­вiя}, о́чи не ви́дѣти и у́шы не слы́шати, да́же до дне́шняго дне́.
И Дави́дъ глаго́летъ: да бу́детъ трапе́за и́хъ въ сѣ́ть и въ ло́въ, и въ собла́знъ и въ воз­дая́нiе и́мъ:
да помрача́т­ся о́чи и́хъ е́же не ви́дѣти, и хребе́тъ и́хъ вы́ну сляца́й.
Глаго́лю у́бо: еда́ согрѣши́ша, да от­паду́тъ? Да не бу́детъ. Но тѣ́хъ паде́нiемъ спасе́нiе язы́комъ, во е́же раздражи́ти и́хъ.
А́ще ли же прегрѣше́нiе и́хъ бога́т­ст­во мíра, и от­паде́нiе и́хъ бога́т­ст­во язы́ковъ: кольми́ па́че исполне́нiе и́хъ?
[Зач. 106.] Ва́мъ бо глаго́лю язы́комъ: поне́же у́бо е́смь а́зъ язы́комъ апо́столъ, слу́жбу мою́ прославля́ю.
А́ще ка́ко раздражу́ мою́ пло́ть, и спасу́ нѣ́кiя от­ ни́хъ?
А́ще бо от­ложе́нiе и́хъ, при­­мире́нiе мíру, что́ прiя́тiе, ра́звѣ жи́знь изъ ме́ртвыхъ?
А́ще ли нача́токъ свя́тъ, то́ и при­­мѣше́нiе: и а́ще ко́рень свя́тъ, то́ и вѣ́тви.
А́ще ли нѣ́кiя от­ вѣ́твей от­ломи́шася, ты́ же, ди́вiя ма́слина сы́й, при­­цѣпи́л­ся еси́ въ ни́хъ, и при­­ча́ст­никъ ко́рене и ма́сти ма́слин­ныя сотвори́л­ся еси́,
не хвали́ся на вѣ́тви: а́ще ли же хва́лишися, не ты́ ко́рень но́сиши, но ко́рень тебе́.
Рече́ши у́бо: от­ломи́шася вѣ́тви, да а́зъ при­­цѣплю́ся.
До́брѣ: невѣ́рiемъ от­ломи́шася, ты́ же вѣ́рою сто­и́ши: не высокому́др­ст­вуй, но бо́йся.
А́ще бо Бо́гъ есте́­с­т­вен­ныхъ вѣтве́й не пощадѣ́, да не ка́ко и тебе́ не пощади́тъ.
Ви́ждь у́бо бла́гость и непощадѣ́нiе Бо́жiе: на от­па́дшихъ у́бо непощадѣ́нiе, а на тебѣ́ бла́гость Бо́жiя, а́ще пребу́деши въ бла́гости: а́ще ли же ни́, то́ и ты́ от­сѣ́ченъ бу́деши.
И они́ же, а́ще не пребу́дутъ въ невѣ́р­ст­вiи, при­­цѣпя́т­ся: си́ленъ бо е́сть Бо́гъ па́ки при­­цѣпи́ти и́хъ.
А́ще бо ты́ от­ есте́­с­т­вен­ныя от­сѣче́нъ ди́вiя ма́слины, и чрезъ есте­с­т­во́ при­­цѣпи́л­ся еси́ къ до́брѣй ма́слинѣ: кольми́ па́че сі́и, и́же по есте­ст­ву́, при­­цѣпя́т­ся сво­е́й Масли́нѣ?
[Зач. 107.] Не бо́ хощу́ ва́съ не вѣ́дѣти та́йны сея́, бра́тiе, да не бу́дете о себѣ́ му́дри, я́ко ослѣпле́нiе от­ ча́сти Изра́илеви бы́сть, до́ндеже исполне́нiе язы́ковъ вни́детъ,
и та́ко ве́сь Изра́иль спасе́т­ся, я́коже е́сть пи́сано: прiи́детъ от­ Сiо́на Избавля́яй, и от­врати́тъ нече́стiе от­ Иа́кова:
и се́й и́мъ от­ Мене́ завѣ́тъ, егда́ от­иму́ грѣхи́ и́хъ.
По благовѣ­ст­вова́нiю у́бо, врази́ ва́съ ра́ди: по избра́нiю же, воз­лю́блени оте́цъ ра́ди.
Нераска́ян­на бо дарова́нiя и зва́нiе Бо́жiе.
Я́коже бо и вы́ иногда́ проти́вистеся Богови, ны́нѣ же поми́ловани бы́сте си́хъ противле́нiемъ {си́хъ ра́ди противле́нiя}:
та́кожде и сі́и ны́нѣ проти́вишася ва́­шей ми́лости {ва́­шего ра́ди поми́лованiя}, да и ті́и поми́ловани бу́дутъ.
Затвори́ бо Бо́гъ всѣ́хъ въ противле́нiе, да всѣ́хъ поми́луетъ.
О, глубина́ бога́т­ст­ва и прему́дрости и ра́зума Бо́жiя! Я́ко неиспы́тани су́дове Его́, и неизслѣ́довани путiе́ Его́.
Кто́ бо́ разумѣ́ у́мъ Госпо́день, или́ кто́ совѣ́тникъ Ему́ бы́сть?
Или́ кто́ пре́жде даде́ Ему́, и воз­да́ст­ся Ему́?
Я́ко изъ Того́ и Тѣ́мъ и въ Не́мъ вся́ческая. Тому́ сла́ва во вѣ́ки. Ами́нь.
ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადამი, ოღონდ არა შეცნობილად.
რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: „ვინ ავა ზეცაში?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა შენს ბაგეში და შენს გულში,“ ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.
ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
რადგან წერილი ამბობს: „არც ერთი მისი მორწმუნე არ შერცხვება.“
ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს.
რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.
მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც სწერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“
მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“
ამრიგად, რწმენა — მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა — ქრისტეს სიტყვისაგან.
მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ მსოფლიოს მოედო მათი ხმა, და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები.
მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „მე შურს აღვძრავ თქვენში არა-ერით, გაგარისხებთ უგუნური ერით.“
ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“
ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“
მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
„უფალო! შენი წინასწარმეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მარტო მე და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“
მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? „დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.“
ასევე ამუამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული.
ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის. თორემ საქმეც აღარ არის საქმე.
მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ.
როგორც სწერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“
ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი,
დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“
მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა — წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება.
ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
ვინაიდან, თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმერთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან?
თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი,
ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნოო!
კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.
ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები.
და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან.
ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს.
ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“
დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით — საყვარელნი, მამების გულისათვის.
ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება.
ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობით,
ისე, ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?
ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს?
რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible