Скрыть
2:1
2:2
2:4
2:6
2:8
2:9
2:11
2:13
2:15
2:16
2:19
2:21
2:23
2:24
2:25
2:26
2:27
2:28
2:29
2:30
2:31
2:32
2:33
Глава 5 
5:1
5:4
5:5
5:10
5:11
5:12
5:13
5:16
5:19
5:20
5:23
5:24
5:25
5:26
5:27
5:28
5:29
5:30
5:31
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს.
წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,
და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.
მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე,
და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.
ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.
იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.
სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.
დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.
გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.
რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან.
დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი.
მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.
ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.
ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი.
ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.
მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.
ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე,
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.
დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.
ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული.
გაიყვანეთ მამროვანიც და მდედროვანიც; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ, რომ არ გააუწმიდურონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც დავანებული ვარ.
ასეც მოიქცნენ ისრაელიანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.
თუ კაცს არა ჰყავს ნათესავი, რომელსაც შეუძლია მისი დანაშაულის ანაზღაურება, დანაშაულის საზღაური უფალზეა, მღვდელზეა, შენდობის ვერძის გარდა, რომლითაც შეუნდობს მას.
მთელი ძღვენი ისრაელიანთა შეწირულებიდან, რომელიც მღვდელთან მოაქვთ, მას ეკუთვნის.
ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის; რასაც მღვდელს მისცემენ, მღვდელს ეკუთვნის.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცდება, უღალატებს თავის ქმარს,
ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ,
ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული,
მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია.
მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს.
აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის.
დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი.
დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი.
ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა,
დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,
შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!
დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს.
დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.
გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.
აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში.
თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება.
ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,
ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე: დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოექცევა მას ამ რჯულის თანახმად.
ქმარი გათავისულდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible