Скрыть
11:5
11:8
11:10
11:11
11:13
11:19
11:24
11:26
11:27
11:29
11:30
11:32
11:34
Глава 21 
21:14
21:17
21:19
21:20
21:25
21:26
21:27
21:31
21:32
21:35
როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.
შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
უწოდეს ამ ადგილს სახელად თაბყერა, რადგან იქ აღიგზნო უფლის ცეცხლი.
ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: ვინ გვაჭმევს ხორცს?
გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი.
ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.
ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად.
გაიფანტებოდა ხალხი, აგროვებდა და ფქვავდა ხელსაფქვავით ან როდინში ნაყავდა. ხარშავდნენ ქვაბში და აცხობდნენ მისგან კვერებს; გემოთი ზეთიან ხავიწს ჰგავდა.
როცა ცვარი დაეფინებოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ეფინებოდა მას.
გაიგო მოსემ, რომ ტირის ხალხი, ყველა თავ-თავის საგვარეულოებში, თავ-თავის კარვის შესასვლელთან. რისხვით აინთო უფალი. არ მოეწონა ეს მოსეს.
უთხრა მოსემ უფალს: რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?
მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი? მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები, ძიძასავით შენი უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მის მამა-პაპას რომ აღუთქვი ფიცით?
სადა მაქვს ხორცი მთელი ამ ხალხისთვის მისაცემად? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთ.
მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება.
რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.
უთხრა უფალმა მოსეს: შემოკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და რჯულისკაცებად იცნობ. მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ.
ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.
ხალხს უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს; რადგან უფლის გასაგონად ტიროდით, ვინ გვაჭმევს ხორცს, რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
არა ერთ დღეს იქნებით მისი მჭამელი, არა ორ დღეს, არა ხუთ დღეს, არა ათ დღეს და არა ოც დღეს,
არამედ მთელს ერთ თვეს, ვიდრე ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგზიზღდებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, თქვენს შორის მყოფი, და მოთქვამდით მის წინაშე, რისთვის გამოვდიოდით ეგვიპტიდანო?
თქვა მოსემ: ექვსასი ათასია ეს ხალხი, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები; შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და ერთ თვეს ეყოფათო საჭმელად.
იქნებ მთელი ცხვარ-ძროხა დავუკლათ, რომ ეყოთ? ან იქნებ ზღვის მთელი თევზი შევუგროვოთ, რომ ეყოთ?
უთხრა უფალმა მოსეს: იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი.
გავიდა მოსე და უთხრა ხალხს უფლის ნათქვამი. შეჰყარა სამოცდაათი კაცი ერის უხუცესთაგან და კარვის ირგვლივ დააყენა ისინი.
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.
ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.
მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.
მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!
უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!
წავიდა მოსე ბანაკში და გაჰყვნენ მას ისრაელის უხუცესები.
ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.
ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელი ის დღე, მთელი ღამე, მთელი მეორე დღე; ყველაზე ცოტას შემგროვებელმა ათი ხომერი წაიღო. დაიწყვეს თავისთვის ბანაკის გარშემო.
ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს.
დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკან დაიძრა ხალხი და მოადგნენ ხაცეროთს.
გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.
აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.
უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).
დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა.
მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.
მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.
უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.
გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა.
დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ.
დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, მოაბის გასწვრივ რომ არის, მზის აღმოსავლეთისკენ.
დაიძრნენ იქიდან და ზარედის ხევში დაბანაკდნენ.
დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ არნონთან, უდაბნოში, სადაც არნონი ამორეველთა საზღვრიდან გამოდის, რადგან იგი მოაბისა და ამორეველთა საზღვარია.
ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ღვარები.
ეშვება ღვარები და უხვევს, რომ დამდოვრდეს ყართან და მიადგეს მოაბის საზღვარს.
იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.
მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე, ჭაო! უმღერეთ მას!
ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ.
მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში.
ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება.
გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:
გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი საზღვრიდან არ გავალთ.
არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.
მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.
აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელს მის დაბა-სოფლებში.
რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო. მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე.
ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება და განმტკიცდება სიხონის ქალაქი.
რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა ყარ-მოაბი, არნონის გორაკთა პატრონები.
ვაი შენ, მოაბო! განადგურდი, ქამოშის ხალხო! თავისი ვაჟები ლტოლვილებად აქცია, თავისი ქალები ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.
დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში.
გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები.
გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად.
უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.
მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible