Ве́тхий Заве́т:
Быт.
Исх.
Лев.
Числ.
Втор.
Нав.
Суд.
Руфь.
1Цар.
2Цар.
3Цар.
4Цар.
1Пар.
2Пар.
1Ездр.
Неем.
2Ездр.
Тов.
Иудифь.
Есф.
Иов.
Пс.
Притч.
Еккл.
Песн.
Прем.
Сир.
Ис.
Иер.
Плач.
Посл.Иер.
Вар.
Иез.
Дан.
Ос.
Иоиль.
Ам.
Авд.
Иона.
Мих.
Наум.
Авв.
Соф.
Агг.
Зах.
Мал.
1Макк.
2Макк.
3Макк.
3Ездр.
Но́вый Заве́т: Мф. Мк. Лк. Ин. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Ин. 2Ин. 3Ин. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Флп. Кол. 1Фес. 2Фес. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр.
Но́вый Заве́т: Мф. Мк. Лк. Ин. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Ин. 2Ин. 3Ин. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Флп. Кол. 1Фес. 2Фес. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр.
Скрыть
1:9
1:10
1:12
1:15
1:17
1:18
Грузинский
Языки
- Добавить язык
- Церковнослав. (рус)
- Церковнослав. (цс)
- Рус. (Синодальный)
- Рус. (Синод. с ударе́-ми)
- Arab (AVD)
- Azerbaijani
- Armenian
- Bulgarian
- Chinese (simpl.)
- Croatian (S&D)
- English (NKJV)
- English (NRSV)
- English (KJV)
- Estonian
- Finnish (1992)
- French (LSG)
- Georgian
- German (MLU, 1912)
- German (GNB)
- Greek (NT Byz)
- Greek (TGV)
- Greek (LXX, Rahlfs)
- Hebrew
- Italian
- Kyrgyz
- Latin (Nova Vulgata)
- Romanian
- Polish
- Portuguese
- Serbian (synod.)
- Serbian
- Spanish (RVR 1995)
- Swedish (Folkbibeln)
- Tajik
- Ukrainian (Homenko)
- Ukrainian (Ogienko)
უფლის მორჩილის, მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:
მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს.
ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს -
უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები.
ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.
გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას.
ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
უბრძანა იესომ ერის რჯულისკაცებს:
მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს: გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად.
რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ:
გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ, უფლის მორჩილმა: უფალი, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას.
თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა; თქვენ კი შეჭურვილნი გაუძეღიი თქვენს ძმებს, მეომრებო, და შეეწიეთ მათ,
ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთის მხარეს.
პასუხად უთხრეს იესოს: რაც გვიბრძანე, ყველაფერს შევასრულებთ და ყველგან წავალთ, სადაც კი გაგვგზავნი.
როგორც მოსეს ვუჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ. ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო.
ყოველი კაცი, ვინც არ დაემორჩილება შენს ნაბრძანებს და არ გაიგონებს შენს სიტყვას, რასაც გვიბრძანებ, სიკვდილით დაისჯება. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ.