Скрыть
8:1
8:3
8:4
8:5
8:7
8:8
8:9
8:11
8:13
8:17
8:19
8:20
8:24
8:27
8:32
8:33
8:34
8:36
Глава 14 
14:1
14:3
14:5
14:6
14:9
14:10
14:11
14:15
14:17
14:18
14:19
14:20
14:21
14:23
14:24
14:26
14:27
14:28
14:29
14:30
14:31
14:32
14:33
14:34
14:36
14:37
14:38
14:39
14:40
14:41
14:42
14:43
14:45
14:47
14:48
14:49
14:50
14:52
14:53
14:55
14:56
14:57
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
წაიყვანე აარონი და მისი შვილები, აიღე შესამოსელი, მირონი, ცოდვის გამოსასყიდი ხბო, ორი ვერძი და ერთი კალათა ხმიადი,
და შეჰყარე მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
უთხრა მოსემ საზოგადოებას: აი, რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად.
მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.
კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.
გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა.
თავზე მიტრა დაადგა და მიტრაზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ჯიღა, სიწმიდის გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
აიღო მოსემ მირონი და სცხო სავანეს და ყველაფერს, რაც მასში იყო, და განწმიდა.
ასხურა სამსხვერპლოს შვიდგზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.
თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად.
მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.
აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე იყო, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და დაწვა ისინი მოსემ სამსხვერპლოზე.
ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
მოიყვანა აღსავლენი ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
დაკლა იგი მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ.
ასო-ასო აქნა ვერძი და დაწვა მოსემ მისი თავი, ნაჭრები და ქონი.
შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხა მოსემ და დაწვა მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი კეთილსურნელებად; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
დაკლა იგი მოსემ, აიღო მისი სისხლი და სცხო აარონს მარცხენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.
აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,
აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.
ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.
აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
აიღო მოსემ მირონი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და შესამოსელზე ასხურა აარონს და მის შვილებს, და განწმიდა აარონი და მისი შესამოსელი და აარონის შვილები და მათი შესამოსელი.
უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს: მოხარშეთ ხორცი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხორცი და პური, რომელიც მღვდლად კურთხევის კალათშია, როგორც გიბრძანეთ, აარონმა და მისმა შვილებმა ჭამონ-მეთქი.
მორჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.
არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის მანძილზე, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.
როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად.
სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ.
გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი; თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული,
მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს.
დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე.
აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში.
შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.
მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.
მერვე დღეს აიყვანს ორ საღ მამალ ბატკანს და ერთ, წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს, აიღებს ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს, საძღვნო შესაწირავად - ზეთში შერეულს, და ერთ ლოგ ზეთს.
დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად, და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე.
დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა.
აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.
ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.
დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.
დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელისგულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე.
შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს.
აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი.
თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი,
ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი.
მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე.
დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
ზეთს კი მღვდელი დაიღვრის მარცხენა ხელისგულზე.
ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე.
სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია.
ხელისგულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე.
გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება.
ერთს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე.
ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ანდა გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება.
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ, და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში,
მივიდეს, ვისი სახლიც იქნება, მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში.
მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად.
დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე,
მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს.
მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე,
მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს.
სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ.
აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი.
თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს,
მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი.
უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.
თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს; ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს.
თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს განწმედილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია.
აიღებს სახლის გასაწმიდავებლად ორ ჩიტს, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაფს და უსუპს.
დაკლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე, წყაროს წყალთან,
აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაფს, ცოცხალ ჩიტს და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და შვიდგზის ასხურებს სახლს.
გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით,
გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში. და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება.
ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა,
ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა,
სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა,
იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible