Скрыть
8:1
8:3
8:4
8:5
8:7
8:8
8:9
8:11
8:13
8:17
8:19
8:20
8:24
8:27
8:32
8:33
8:34
8:36
Глава 9 
9:1
9:4
9:5
9:6
9:8
9:9
9:12
9:14
9:16
9:18
9:19
9:20
9:23
Глава 26 
26:2
26:4
26:6
26:9
26:18
26:21
26:23
26:27
26:30
26:33
26:35
26:37
26:38
26:39
26:43
26:46
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
წაიყვანე აარონი და მისი შვილები, აიღე შესამოსელი, მირონი, ცოდვის გამოსასყიდი ხბო, ორი ვერძი და ერთი კალათა ხმიადი,
და შეჰყარე მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
უთხრა მოსემ საზოგადოებას: აი, რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად.
მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.
კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.
გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა.
თავზე მიტრა დაადგა და მიტრაზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ჯიღა, სიწმიდის გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
აიღო მოსემ მირონი და სცხო სავანეს და ყველაფერს, რაც მასში იყო, და განწმიდა.
ასხურა სამსხვერპლოს შვიდგზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.
თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად.
მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.
აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე იყო, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და დაწვა ისინი მოსემ სამსხვერპლოზე.
ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
მოიყვანა აღსავლენი ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
დაკლა იგი მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ.
ასო-ასო აქნა ვერძი და დაწვა მოსემ მისი თავი, ნაჭრები და ქონი.
შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხა მოსემ და დაწვა მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი კეთილსურნელებად; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
დაკლა იგი მოსემ, აიღო მისი სისხლი და სცხო აარონს მარცხენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.
აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,
აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.
ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.
აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
აიღო მოსემ მირონი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და შესამოსელზე ასხურა აარონს და მის შვილებს, და განწმიდა აარონი და მისი შესამოსელი და აარონის შვილები და მათი შესამოსელი.
უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს: მოხარშეთ ხორცი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხორცი და პური, რომელიც მღვდლად კურთხევის კალათშია, როგორც გიბრძანეთ, აარონმა და მისმა შვილებმა ჭამონ-მეთქი.
მორჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.
არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის მანძილზე, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.
როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად.
სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს და ისრაელის უხუცესებს.
უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი აღსავლენად, საღნი, და შესწირე უფლის წინაშე.
ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი, აღსავლენად.
ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი.
მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ უბრძანა; ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე.
თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება.
უთხრა მოსემ აარონს: ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და აღსავლენი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და ერისთვის; მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.
ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე.
გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი აღსავლენთან ერთად.
შესწირა ერის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც პირველი.
შესწირა აღსავლენი და წესისამებრ გაამზადა.
შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა.
დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.
დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.
მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.
გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.
შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.
გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ.
არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.
თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,
თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.
ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ.
მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე.
გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე.
ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას.
შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს.
ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.
ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.
თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,
თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,
მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.
პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის.
გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად - თქვენს მიწას,
ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები - თავის ნაყოფებს.
თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.
თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას,
მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.
თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,
მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ.
გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული.
გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.
დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.
მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.
იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.
დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.
დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა.
დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით.
თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ,
მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.
და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.
მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა.
და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.
აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისსა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible