Скрыть
17:1
17:3
17:5
17:8
17:12
17:13
17:16
Глава 22 
22:1
22:3
22:7
22:11
22:12
22:15
22:17
22:19
22:23
22:24
22:25
22:26
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა:
თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს,
სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს.
დაასხუროს მღვდელმა სისხლი უფლის სამსხვერპლოს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და აკმიოს ქონი უფლისათვის კეთილსურნელებად.
აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში.
უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს.
და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.
ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი.
თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს.
რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს.
ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება.
თუ არ გარეცხავს და ტანს არ დაიბანს, დანაშაული დაეკისრება.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, -
კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა.
ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი; მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი.
მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს იგი; მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული სსაწმიდარები.
მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს.
ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი.
არ უნდა შეურაცხყონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ.
არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც აღსავლენად სწირავენ უფალს,
იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ, ხარს ან ცხვარს, უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს.
ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს; არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე.
ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება.
საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ.
უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად.
როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი.
დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი,
რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible