Скрыть
4:1
4:2
4:6
4:11
4:12
4:13
4:14
4:15
4:16
4:17
4:18
4:19
4:20
4:21
4:25
ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია.
არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება იგი, მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით ამ სოფლის წესებს.
და როცა მოვიდა სისავსე უამსა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს
რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა.
და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.“
ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
ხოლო მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს.
ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენს შორის.
იყავით ჩემისთანები, ვინაიდან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, გევედრებით. ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის.
ეს იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად.
თქვენ კი არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი ხორციელად, არამედ მიმიღეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
კეთილად როდი მოშურნეობენ თქვენთვის, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა თქვენ თავი გამოიდოთ მათთვის.
კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე,
მინდოდა თქვენთან ვყოფილიყავი და გამომეცვალა ჩემი კილო, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენს გამო.
მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისგან და მეორე თავისუფლისგან.
მაგრამ რომელიც მხევლისგან იყო, ის ხორციელად შობილი იყო, ხოლო რომელიც თავისუფლისგან — აღთქმის თანახმად.
ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი.
ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამუამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა.
რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიუინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს.“
და ჩვენ, ძმებო, ისაკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ.
და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც.
მაგრამ წერილი რას ამბობს? „განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ დაიმკვიდრებს თავისუფლის ძესთან ერთად.“
ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible