Скрыть
1:2
1:3
1:5
1:6
1:8
1:9
1:14
1:17
1:22
1:23
1:24
პავლე მოციქული, არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღვთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
და ჩემთან მყოფი ყველა ძმა — გალატიის ეკლესიებს:
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,
რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით,
რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.
არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.
მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი.
როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.
ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? აქამდე ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი.
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის კაცთმიერი.
ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლია იგი კაცისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს ტოლს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად.
ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,
გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, მყისვე როდი დავეთათბირე ხორცსა და სისხლს.
არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.
ხოლო რასაც მე თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღვთის წინაშე.
ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.
მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.
მხოლოდ ის გაეგონათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებს იმ სარწმუნეობას, რომელსაც წინათ ებრძოდაო,
და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible