Скрыть

პირველი ეზრა, Главы 5-6

Толкования
Толкования главы
    5:4
    5:6
    5:7
    5:9
    5:10
    5:15
    5:17
    Глава 6 
    6:2
    6:4
    6:6
    6:7
    6:9
    6:11
    6:12
    6:13
    6:15
    6:21
    წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია ყიდოს ძე, წინასწარმეტყველნი, იუდაელებზე, რომელნიც იუდაში და იერუსალიმში იყვნენ.
    მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო-იოცადაკის ძე და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში; მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და მხარს უჭერდნენ მათ.
    იმ ხანადვე მივიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი და ასე უთხრეს მათ: ვინ მოგცათ ნება ამ სახლის აშენებისა და კედლების აყვანისა?
    მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებენ.
    მათი ღვთის თვალი იყო იუდაელ უხუცესებზე და არ ეკრძალებოდათ შენება, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და უკანვე არ დააბრუნეს წერილი ამ საქმეზე.
    ცალი წერილისა, დარიოს მეფისადმი, რომელიც გაგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა, აფარსექელებმა, მდინარის გაღმა რომ არიან.
    წერილი გაუგზავნეს მას და, აი, რა ეწერა მასში: დარიოს მეფეს დღეგრძელობა!
    იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. დიდრონი ქვებისგან შენდება იგი, კედლებში ძელებს ატანენ. მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით სრულდება მათ ხელში.
    მაშინ შევეკითხეთ იმ უხუცესებს, ასე ვუთხარით: ვინ დაგრთოთ ნება ამ სახლის შენებისა და კედლების ამოყვანისა?
    მათი სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.
    ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.
    მას მერე, რაც ჩვენ მამა-პაპამ განარისხა ცათა ღმერთი, მან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს სახლი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.
    მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.
    ხოლო ღვთის სახლის ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და მიიტანა ბაბილონის ტაძარში, უკანვე წამოიღო კიროს მეფემ ბაბილონის ტაძრიდან და ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს, მხარის განმგებლად რომ ჰყავდა დანიშნული;
    უთხრა: წაიღე ეს ჭურჭელი, წადი და დააწყვე იერუსალიმის ტაძარში და აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე.
    მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი, და დაუდო საფუძველი ღვთის სახლს იერუსალიმში. მას შემდეგ შენდება იგი და ჯერ არ გასრულებულა.
    ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე.
    მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.
    იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.
    კიროს მეფის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლს სწირავენ, მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს შენობას; სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანეც - სამოცი წყრთა.
    სამი რიგი დიდრონი ქვებისგან იყოს და ერთი რიგი - ძელებისგან; ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს.
    ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში დაბინავდეს.
    ასე რომ, თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, აფარსექელნი, მდინარისგაღმელნი, უნდა დაეხსნან მათ.
    დაანებონ ამ ღვთის სახლის შენება; ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდას უხუცესებმა ეს ღვთის სახლი თავის ადგილზე.
    ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ასაშენებლად: სამეფო ხაზინიდან და მდინარისგაღმა მხარის შემოსავლიდან სასწრაფოდ მიეცეს სახარჯოდ იმ ხალხს, რათა არ შეწყდეს მშენებლობა.
    რაც საჭიროა, ხბორები იქნება, ვერძი თუ ბატკანი, ცათა ღვთისთვის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო, ზეთი, როგორც იერუსალიმელი მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუწყვეტლივ,
    რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის.
    ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე გადავა ამ სიტყვას, მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე აიყვანონ და მიალურსმონ, სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო.
    ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს, რომ შეცვალოს ეს, რომ ზიანი მიაყენოს ამ ღვთის სახლს იერუსალიმში. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!
    მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა დარიოს მეფის ბრძანებისამებრ დაიწყეს დაუყოვნებლივ მოქმედება.
    იუდას უხუცესები აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ნებით, კიროსის, დარიოსის, ართახშაშთას, სპარსთა მეფის, ნებით.
    დამთავრდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
    სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება.
    მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
    დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
    გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
    განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის.
    ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
    ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას.
    Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
    Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
    Цитата из Библии каждое утро
    TG: t.me/azbible
    Viber: vb.me/azbible