Скрыть
33:4
33:6
33:7
33:8
33:10
33:12
33:13
33:15
33:16
33:18
33:21
33:22
33:23
Глава 34 
34:10
34:11
34:24
34:29
34:31
34:34
34:35
უთხრა უფალმა მოსეს: აიყარეთ აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.
ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს.
იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში.
მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენს შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.
მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან.
აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა.
როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ, მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი.
როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს.
ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს; ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს.
პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.
უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში.
და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი.
თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ.
უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ აქედან.
როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?
უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.
თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.
თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.
თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.
თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.
როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.
როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.
უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.
კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე, არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ.
გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.
ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.
შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.
იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.
თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.
თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორის არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს.
დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს.
გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.
დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.
რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს; შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს.
მოიყვან მათ ქალებს შენი ვაჟებისთვის; მიეცემიან გარყვნილებას მათი ქალები თავიანთი ღმერთების კვალზე და გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.
ნუ შეიქმნი კერპებს.
დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.
ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.
შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.
წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.
როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს.
ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს.
შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფები მიიტანე უფლის, შენი ღვთის სახლში; ნუ მოხარშავ ციკანს დედამისის რძეში.
უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.
დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას.
დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა, ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება.
დაუძახა მათ მოსემ და მიბრუნდნენ მისკენ აარონი და საზოგადოების თავკაცები და ელაპარაკა მათ მოსე.
ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელიანები და მანაც მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა სინაის მთაზე.
შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა სახეზე.
როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე. გამოვიდოდა და ყველაფერს ეუბნებოდა ისრაელიანებს, რაც ებრძანებოდა.
ხედავდნენ ისრაელიანები მოსეს სახეს, რომ ბრწყინავდა მოსეს პირისკანი და ისევ იფარებდა მოსე სახეზე რიდეს, სანამ მასთან სალაპარაკოდ არ შევიდოდა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible