Скрыть
28:4
28:5
28:6
28:7
28:8
28:9
28:10
28:11
28:12
28:13
28:14
28:15
28:16
28:18
28:19
28:20
28:21
28:22
28:23
28:24
28:26
28:27
28:28
28:29
28:31
28:32
28:33
28:34
28:36
28:37
28:38
28:39
28:40
28:42
28:43
Глава 39 
39:1
39:3
39:4
39:5
39:6
39:7
39:8
39:9
39:11
39:12
39:13
39:14
39:15
39:16
39:17
39:18
39:19
39:20
39:21
39:22
39:23
39:24
39:25
39:26
39:27
39:28
39:29
39:31
39:32
39:33
39:34
39:35
39:36
39:37
39:38
39:39
39:40
39:41
39:42
39:43
მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად.
უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.
აი, შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი.
გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად.
ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს.
მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული.
აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
ექვსი ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი ექვსი სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი.
მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს, ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ.
ბუდეები ოქროსი გააკეთე.
და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი; წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე.
ოთხკუთხედი უნდა იყოს, ორკეცი. სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი.
ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი.
ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი.
გაუკეთე სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორსავე კიდეს.
გაუყარე ორი ოქროს წნული ორ რგოლში სამკერდულის კიდეზე.
მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან.
გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ.
თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე.
მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე.
გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს.
ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.
ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს; ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს.
გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის.
მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს.
ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე.
მოქსოვე სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები, გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად.
შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს.
ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.
ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის.
გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული.
მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
ოთხკუთხედი იყო იგი; ორკეცი გააკეთეს სამკერდული - სიგრძით ერთი მტკაველი და სიგანითაც ერთი მტკაველი, ორკეცი.
ოთხრიგად გააწყვეს მასზე თვლები: ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
მეოთხე რიგი: ქრისოლითი, ონიქსი და ბერილი. ოქროს ბუდეებში იყოს ჩასმული.
თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული.
გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი;
გააკეთა ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ორი რგოლი სამკერდულის ორთავე კიდეს.
გაუყარა ორი ოქროს წნული ძეწკვი ორ რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.
გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გააკეთა ეფოდის მოსასხამი, ნაქსოვი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
შუაში ამოჭრილი იყო მოსასხამი ჯაჭვის პერანგივით; ამოჭრილის კიდეს არშია გასდევდა, რომ არ შემორღვეულიყო.
ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.
გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.
ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გააკეთეს კვართი სელისგან, ნაქსოვი აარონისთვის და მისი შვილებისთვის,
თავსაბურველი სელისგან, ქუდი სელისგან და ტილოს შარვალი გრეხილი სელისგან.
სარტყელი გრეხილი ბისონისგან და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან, ნაქარგი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე.
გამოაბა მას ლურჯი ძაფი, რომ თავსაბურველზე მიემაგრებინა ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს.
მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები.
დათრიმლული ტყავის გადასაფარებელი, თახაშის ტყავის გადასაფარებელი და კრეტსაბმელი,
მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და სახურავი.
ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური,
წმიდა სასანთლე და მისი ლამპრები, ჩასამწკრივებელი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობითურთ; და ზეთი გასანათებლად,
ოქროს სამსხვერპლო, მირონი, სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი კარვის კარისათვის,
სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისვე ცხაურით, მისი კეტები და მთელი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით,
ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის,
საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი და მისი შვილების სამღვდელო შესამოსელი.
როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible