Скрыть
1:1
1:2
1:4
1:7
1:9
1:10
1:11
1:12
პავლე, სილოანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში:
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეჰფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
ისე რომ, თავადაც ვიკვეხნით თქვენით ღვთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ.
ეს არის ღვთის სამართლიანი განკითხვის ნიშანი, რომ ღირსნი იქნებით ღვთის სასუფევლისა, რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც.
რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,
თქვენ კი, შეჭირვებულებს — შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ
და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,
ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან.
როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს, რათა იწამოთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ იმ დღეს.
ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე.
რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible