Скрыть
4:3
4:4
4:5
4:6
4:7
4:8
4:9
4:10
4:11
4:12
4:13
4:14
4:15
4:17
4:19
4:20
4:21
4:22
4:23
4:24
4:26
4:28
4:30
4:31
4:32
4:33
4:34
4:38
4:39
4:40
4:41
Глава 6 
6:2
6:3
6:4
6:5
6:6
6:7
6:8
6:9
6:10
6:11
6:12
6:14
6:15
6:19
6:20
6:21
6:23
6:24
6:26
6:27
6:31
6:32
6:33
ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, შეჰღაღადა ელისეს: მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მორჩილი. შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მორჩილი. მოვიდა მევალე და ჩემი ორი ბავშვი მონებად მიჰყავს.
უთხრა ელისემ: რა გიყო? მითხარი, რა გაქვს სახლში? მიუგო: სახლში არაფერი აქვს შენს მორჩილს, გარდა მცირედი ზეთისა.
უთხრა: წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი დააგროვე.
მერე მოდი, ჩაიკეტეთ სახლში შენ და შენი შვილები და აავსე ყველა ეს ჭურჭელი; სავსეები გვერდზე გადადგი.
წავიდა მისგან ქალი და ჩაიკეტა სახლში თავის შვილებიანად. ისინი აწვდიდნენ, თვითონ ასხამდა.
როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟიშვილს: კიდევ მომაწოდე ჭურჭელი. უთხრა: არ არის მეტი ჭურჭელი და შეწყდა ზეთიც.
მივიდა და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.
ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად.
უთხრა ქალმა თავის ქმარს: ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი, ჩვენთან რომ დადის ხოლმე მუდამ.
მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს.
ერთ დღესაც გამოიარა მათთან, შევიდა ზემოთვალში და დაწვა.
უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: დაუძახე ამ შუნამელ ქალს. მანაც დაუძახა და ეახლა ქალი.
უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: უთხარი მაგას: აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე. რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს? მიუგო: ჩემიანებში ვცხოვრობ.
თქვა: მაინც რა გავუკეთო? თქვა გეხაზიმ: ჰო, მართლა, შვილი არა ჰყავს, ქმარი კი მოხუცია.
უთხრა: დაუძახე. დაუძახა და კართან დადგა ქალი.
უთხრა: გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი. თქვა ქალმა: არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მორჩილს.
დაორსულდა ის ქალი და წლის სწორს შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს.
გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან.
უთხრა მამას: ვაი! ვაი, თავი! უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: დედას წაუყვანე!
წაიყვანა და მიუყვანა დედას; იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა.
ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი. კარი გამოიკეტა და გარეთ გამოვიდა.
დაუძახა ქმარს და უთხრა: გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი. ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოვბრუნდები.
უთხრა: რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი. მიუგო: მშვიდად იყავი.
შეკაზმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: წინ წაუძეღი და იარე. გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანე.
გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: აგერ, ის შუნამელი ქალი.
აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: როგორ ხარ-თქო, როგორ არის-თქო შენი ქმარი, როგორ გყავს-თქო შვილი. მიუგო ქალმა: კარგად.
მივიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ გაერიდებინა მისგან, მაგრამ უთხრა ღვთისკაცმა: თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.
თქვა ქალმა: მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისთვის? ხომ ვთქვი, ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი.
უთხრა გეხაზის: სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის არ მიესალმო; თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე. სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.
თქვა ყმაწვილის დედამ: უფალს და შენს თავს გეფიცები, რომ არ დაგტოვებ. ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს.
მათზე წინ მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს. არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: არ იღვიძებს ბავშვი.
შევიდა სახლში ელისე და, აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე.
შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.
ზემოდან დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული.
ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოთ. შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი.
დაუძახა გეხაზის და უთხრა: დაუძახე იმ შუნამელს. მანაც დაუძახა. მოვიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: წაიყვანე შენი შვილი.
მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა; მერე აიყვანა თავისი შვილი და გავიდა.
დაბრუნდა ელისე გილგალს. შიმშილობა იყო ქვეყანაში. წინ უსხდა წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა მსახურ ბიჭს: დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა გუნდს.
გავიდა ერთი მათგანი მინდორში მწვანილს მოსაკრეფად, იპოვა ველური ვაზი, დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი. მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, მათ კი ვერ გაიგეს.
გადმოუსხეს კაცებს საჭმელად და, როცა ჭამდნენ კერძს, აყვირდნენ და თქვეს: სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო! და ვეღარ შეჭამეს.
თქვა: მომეცით ფქვილი. ჩაყარა ქვაბში და თქვა: დაუსხით ხალხს, ჭამონ. ცუდი აღარაფერი იყო დარჩენილი ქვაბში.
მოვიდა ვიღაც კაცი ბაალ-შალიშიდან და მოუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პური: ოცი ქერის პური და თავთავები გუდით. თქვა ელისემ: მიეცი ხალხს, შეჭამონ.
თქვა მისმა მსახურმა: რა მივცე აქედან ამ ას კაცს? უთხრა: მიეცი ხალხს, ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდეც მორჩებათ.
მისცა, ჭამეს და კიდეც შორჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
უთხრა წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისეს: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ წინაშე ვცხოვრობთ.
იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით.
თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო: წამოგყვებით.
და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.
ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო!
თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა.
თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.
ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მორჩილებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო.
შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს. მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.
გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.
შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მორჩილთ და ჰკითხა: არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?
თქვა ერთ-ერთმა მორჩილთაგან: არავინ, მეფე-ბატონო; ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის. მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საძილე ოთახში ლაპარაკობ.
თქვა: წადით, და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ. შეატყობინეს, დოთანში არისო.
გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება?
უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე.
როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ. აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: დავხოცო, დავხოცო, მამაო?
უთხრა: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.
გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.
ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას.
დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად.
გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო!
უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?
ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო.
მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი.
როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.
თქვა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.
ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ. გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!
ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ: აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible