Скрыть
17:2
17:7
17:11
17:19
17:20
17:26
17:27
17:30
17:32
17:38
17:39
17:40
Глава 24 
24:11
24:16
იუდას მეფის, ახაზიას მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი.
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და შეიქნა ჰოშეაყი მისი მორჩილი და უხდიდა ხარკს.
მიუხვდა აშურის მეფე ჰოშეაყს ღალატს, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი სოს, ეგვიპტის მეფეს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა.
მოადგა აშურის მეფე მთელს ქვეყანას, მოადგა საპარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა.
და როცა შესცოდეს ისრაელიანებმა უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის ხელიდან, თაყვანი დაუწყეს უცხო ღმერთებს,
აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ,
იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელიანებმა უფალზე, თავიანთ ღმერთზე, გამართეს გორაკები ყველა ქალაქში საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე,
დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ,
საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ავ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ განერისხებინათ უფალი,
ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: ნუ იზამთო ამ საქმეს,
აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით: მიატოვეთ თქვენი უკუღმართი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამა-პაპას და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი.
შეიძულეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულებები, გააკეთეს აშერა, თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ.
ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ უკუღმართობის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად.
მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა.
არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებას და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც თავად ისინი იქცეოდნენ.
შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან.
როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოამმა ისრაელი უფალს და დიდად შეაცდინა.
დადიოდნენ ისრაელიანები იერობოამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ,
ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე.
წაიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
არად აგდებდნენ იქ ცხოვრების პირველ ხანებში უფალს და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ.
უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას.
თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგგს გორაკთა სახლში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა,
ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი, ხოლო სეფარვიმელები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისა და ყანამელექისთვის, სეფარვიმელი ღმერთებისთვის.
ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში.
უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად,
დაუდო აღთქმა და უანდერძა: ნუ ესავთ უცხო ღმერთებს, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.
მარტოოდენ უფალს, რომელმაც დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ესავდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
მუდამდღე იცავდეთ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.
ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.
მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.
მაგრამ არ ესმოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ.
ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები.
მის დროს გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მორჩილი სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას.
მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა მოაბელთა და ყამონიანთა ბრბოებს, შეუსევდა ხოლმე იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
უფლის ნებით ხდებოდა ეს იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.
იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, არ ინება უფალმა მისი პატიება.
იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.
მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა - ეგვიპტის მდინარიდან მდინარე ევფრატამდე.
თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი იქცეოდა.
ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოლაშქრეები იერუსალიმისკენ და შემოადგნენ ქალაქს.
მოადგა ბაბილონის მეფეც, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი.
გავიდა იეჰოიაქინ იუდას მეფე ბაბილონის მეფესთან, გავიდნენ დედამისიც, მისი მორჩილნიც, დიდებულებიც, კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ მისი მეფობის მერვე წელს.
გაზიდა იქიდან უფლის სახლის მთელი საგანძური და მეფის სახლის საგანძური, დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გაკეთებული ჰქონდა სოლომონ ისრაელის მეფეს უფლის ტაძარში უფლის ბრძანებისამებრ.
აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი - ათი ათასი კაცი იყო აყრილი, ყველა ხელოსანი და მშენებელი, არავინ დარჩენილა ქვეყნის ერის გარდა.
გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს; მეფის დედაც, მეფის ცოლებიც, მისი კარისკაცებიც, ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად.
მეომრები - შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები - ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად.
მეფედ დასვა ბაბილონის მეფემ იეჰოიაქინის ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა.
ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.
მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. ხოლო ციდკიაჰუ განუდგა ბაბილონის მეფეს.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible