Скрыть
7:13
7:17
7:22
Глава 15 
15:1
15:5
15:8
15:9
15:10
15:11
15:14
15:15
15:19
როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი.
ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი.
როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაეხვნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა.
დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ოცი ათასი ცხვარი. აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს: რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა! ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი ხელით. მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
განათლა სოლომონმა შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა იქ აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლის ლურთი, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია აღსავლენი ძღვენი და ლურთები.
შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე.
მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს.
დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.
ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისადმი ამ ადგილზე.
ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული.
თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
გავამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში.
მაგრამ თუ გამიდგებით და მიატოვვბთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთ დროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?
იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.
ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.
გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.
გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.
იმჟამად არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოოი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში.
ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.
თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ.
როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.
შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.
ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს.
მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი ცხვარი.
აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით.
ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.
ეფიცებოდნენ უფალს დიდის ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით.
ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ირგვლივ.
მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კედბონის ხევში დაწვა.
ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.
შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
ომი აღარ მომხდარა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible