Ве́тхий Заве́т:
Быт.
Исх.
Лев.
Числ.
Втор.
Нав.
Суд.
Руфь.
1Цар.
2Цар.
3Цар.
4Цар.
1Пар.
2Пар.
1Ездр.
Неем.
2Ездр.
Тов.
Иудифь.
Есф.
Иов.
Пс.
Притч.
Еккл.
Песн.
Прем.
Сир.
Ис.
Иер.
Плач.
Посл.Иер.
Вар.
Иез.
Дан.
Ос.
Иоиль.
Ам.
Авд.
Иона.
Мих.
Наум.
Авв.
Соф.
Агг.
Зах.
Мал.
1Макк.
2Макк.
3Макк.
3Ездр.
Но́вый Заве́т: Мф. Мк. Лк. Ин. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Ин. 2Ин. 3Ин. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Флп. Кол. 1Фес. 2Фес. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр.
Но́вый Заве́т: Мф. Мк. Лк. Ин. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Ин. 2Ин. 3Ин. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Флп. Кол. 1Фес. 2Фес. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр.
Скрыть
6:1
6:3
6:4
6:8
6:10
6:11
6:12
6:13
6:14
см.:3Цар.19:21;
6:16
6:17
6:18
6:20
6:21
Грузинский
Языки
- Добавить язык
- Церковнослав. (рус)
- Церковнослав. (цс)
- Рус. (Синодальный)
- Рус. (Синод. с ударе́-ми)
- Arab (AVD)
- Azerbaijani
- Armenian
- Bulgarian
- Chinese (simpl.)
- Croatian (S&D)
- English (NKJV)
- English (NRSV)
- English (KJV)
- Estonian
- Finnish (1992)
- French (LSG)
- Georgian
- German (MLU, 1912)
- German (GNB)
- Greek (NT Byz)
- Greek (TGV)
- Greek (LXX, Rahlfs)
- Hebrew
- Italian
- Kyrgyz
- Latin (Nova Vulgata)
- Romanian
- Polish
- Portuguese
- Serbian (synod.)
- Serbian
- Spanish (RVR 1995)
- Swedish (Folkbibeln)
- Tajik
- Ukrainian (Homenko)
- Ukrainian (Ogienko)
შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
იხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.
მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.
თქვეს: რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად? მიუგეს: ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი დ ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვისა და ფილისტიმელთა მთავრებისთვის.
გააკეთეთ თქვენი ბუგრების გამოსახულებები და თქვენი თაგვებისა, რომლებიც ყანებს გინადგურებენ, და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს, ვინძლო შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებზე და თქვენს ქვეყანაზე.
რატომ ისასტიკებთ გულს, როგორც ეგვიპტელები და ფარაონი ისასტიკებდნენ? ხომ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა?
ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური და შეაბით ფურები ურემში, ხბორები კი მოაცილეთ და სახლში გაგზავნეთ.
აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს.
თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.
ასეც მოიქცა ხალხი: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრების გამოსახულებებით.
პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ზმუოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
ბეთ-შემეში ამ დროს პურს მკიდა ველზე. გაიხედგნ და დაინახეს კიდობანი, და გაუხარდათ დანახვა.
ბეთ-შემეშელ იესოს ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ქვა იდო იქ. ურმის ხეები დაჩეხეს, ფურები კი აღსავლენ მსხვერპლად აღუვლინეს უფალს.
ლევიანებმა გადმოიღეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს ნივთებით და იმ დიდ ქვაზე დადეს. ბეთ-შემეშელებმა კი აღსავლენი აღავლინეს და საკლავი დაუკლეს უფალს იმ დღეს.
ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ყეკრონს ფილისტიმელთა ხუთი მთავარი.
აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდელ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი - ასკალონისთვას, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის.
იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს - ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე. რაც შეეხება დიდ ქვას, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, ის დღემდე ბეთმემეშელი იესოს ყანაში იმყოფება.
მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
თქვეს ბეთ-შემეშელებმა: ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? ვისთან წავა ჩვენგან?
გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთო.