Скрыть
18:2
18:4
18:5
18:8
18:9
18:12
18:13
18:15
18:19
18:20
18:21
18:22
18:23
18:24
18:26
18:28
18:29
18:30
Глава 19 
19:2
19:3
19:4
19:7
19:8
19:12
19:13
19:14
19:15
19:16
19:17
19:18
19:19
19:20
19:21
მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.
წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.
შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.
გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.
როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,
გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!
მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.
ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი და უფალი იყო მასთან.
დაინახა საულმა, რომ მეტისმეტად გონიერი იყო იგი, და შეეშინდა მისი.
მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
უთხრა საულმა დავითს: აჰა, უფროსი ასული მყავს, მერობი; ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და გადაიხადე საღვთო ომები. ფიქრობდა საული: ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო.
უთხრა დავითმა საულს: ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?
დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერობი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის. მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს.
შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი; ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
იფიქრა საულმა: მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი. უთხრა საულმა დავითს: ამჯერად მაინც გახდები ჩემი სიძე.
უბრძანა საულმა თავის მორჩილთ: ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მორჩილებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს.
მიიტანეს საულის მორჩილებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები და თქვა დავითმა: ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.
აცნობეს მისმა მორჩილებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
თქვა საულმა: ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს.
აცნობეს საულის მორჩილებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ არ იყო დრო გასული,
რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს,
და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა.
გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად, და როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მორჩილზე გონივრულად იქცეოდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
ეუბნებოდა საული თავის ძეს იონათანს და თავის მორჩილთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი.
შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.
მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.
გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები.
არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.
დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე.
კიდევ გაიმართა ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ივლტოდნენ მისგან ფილისტიმელები.
შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა.
უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით.
მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.
სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა.
აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხისურის ფარდაგი დაუგო და სამოსელი გადააფარა.
გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა თქვა: ავად არის.
გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და დააბარა: თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოიკლას.
მივიდნენ გზირები და, აჰა, კერპი დევს საწოლზე და თხისურის ფარდაგი უგია სასთუმლად.
უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო?
გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში დადგნენ.
შეატყობინეს საულს: აჰა, ნავათს არის დავითი, რამათში.
გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაქადაგდნენ.
შეატყობინეს საულს ეს ამბავი და მანაც სხვა გზირები გაგზავნა; ისინიც გაქადაგდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა გზირები, მაგრამ ისინიც გაქადაგდნენ.
მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის, და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში.
გაემართა ნავათისკენ, რამათს; მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე.
შემოიძარცვა სამოსელი და ისიც ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: საულიც კი გაქადაგდაო.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible