Скрыть

პირველი მეფეთა, Главы 14-17

Толкования
Толкования главы
    14:1
    14:2
    14:4
    14:5
    14:7
    14:8
    14:9
    14:10
    14:11
    14:12
    14:13
    14:14
    14:16
    14:17
    14:19
    14:21
    14:23
    14:24
    14:25
    14:27
    14:28
    14:29
    14:30
    14:31
    14:32
    14:34
    14:36
    14:38
    14:39
    14:40
    14:42
    14:46
    14:47
    14:52
    Глава 17 
    17:2
    17:3
    17:6
    17:7
    17:8
    17:9
    17:11
    17:16
    17:17
    17:18
    17:19
    17:20
    17:21
    17:22
    17:24
    17:25
    17:27
    17:29
    17:30
    17:31
    17:32
    17:33
    17:35
    17:36
    17:38
    17:39
    17:40
    17:41
    17:43
    17:48
    17:51
    17:52
    17:53
    17:54
    17:56
    17:57
    უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: წამო, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, იქითა მხარეს რომ არის. მამისთვის არაფერი უთქვამს.
    საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ახლდა ხალხი - ექვსასამდე კაცი,
    მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
    იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაგ კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც; ერთის სახელი - ბოცეცი, მეორისა - სენე.
    ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე - სამხრეთიდან, გაბაყის გასწვრივ.
    უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტირთველს: წამო, გავიდეთ მაგ წინდაუცვეთელთა საყარაულოსთან. ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.
    მიუგო მისმა საჭურველთმტვირთველმა: გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი და, აჰა, მეც შენთანა ვარ შენი გულივით.
    თქვა იონათანმა: აჰა, მე გავალ მაგ ხალხთან და დავენახვები მათ.
    თუ ასე გვეტყვიან: შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ ჩვენს ადგილზე და ნუ ავალთ მათთან.
    თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.
    დაენახნენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და იქვეს ფილისტიმელებმა: აჰა, ებრაელები გამოდიან ხერიდან, სადაც იმალებოდნენ.
    გაეხმიანენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.
    ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა; ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ.
    ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
    შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.
    დაინახეს საულის მოთვალთვალეებმა ბენიამინის გიბყადან, რომ იფანტება ჯარი და აქეთ-იქით აწყდება.
    უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან. მოათვალიერეს და, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
    უთხრა საულმა ახიას: მოიტანე ღვთის კიდობანი. რდგან ისრაელიანებთან იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი.
    ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: დაუშვი ხელი.
    დასცეს ყიჟინა საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა და მოიჭრნენ ბრძოლის ადგილზე. აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქნა მეტისმეტი არეულობა.
    ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანებს შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს.
    ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელიანმა გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში.
    იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი. ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა.
    გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.
    მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე.
    შევიდა ხალხი ტყეში და, აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
    არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი. გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები.
    მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი, წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს. ამიტომაც დაიქანცა ხალხი.
    თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე.
    რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მარცხი?
    დაამარცხეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე და დაიქანცა ხალხი.
    მივარდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე. სისხლითურთ ჭამდა ხალხი.
    შეატყობინეს საულს: აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს. თქვა: ფიცი გაქვთ გატეხილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.
    თქვა საულმა: გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ. მიჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ.
    აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება.
    თქვა საულმა: დავეცეთ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს. უთხრეს: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. თქვა მღვდელმა: მივმართოთ აქ ღმერთს.
    დაეკითხა საული ღმერთს: დავეცე ფილისტიმელებს თუ ჩაუგდებ მათ ისრაელის ხელში? პასუხი არ გაუცია იმ დღეს.
    თქვა საულმა: აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი.
    რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან.
    უთხრა მთელს ისრაელს: თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით. მიუგო ხალხმა: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
    უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
    თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.
    უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.
    თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!
    უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
    გაეცალა საული ფილისტიმელებს და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე.
    იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს - მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
    შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისგან.
    საულის ვაჟები იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშიყაყი; მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს - მერაბი, უმცროსს - მიქალი.
    საულის ცოლი იყო ახინოყაბი, ახიმაყაცის ასული; მისი მხედართმთავარი - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
    კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ.
    სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. მონახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს და თავისთან მიჰყავდა.
    შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი; შეიკრიბნენ იუდას სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში.
    ხოლო საული და ისრაელი შეგროვდნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად.
    ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელი მეორე მთის ფერდობზე; ხევი იყო მათ შორის.
    გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.
    თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო.
    ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა, მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული.
    მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა; წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა.
    მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ ან თქვენ საულის მორჩილნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
    თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მორჩილნი გავხდებით, თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდებით მორჩილებად და გვემსახურებით.
    თქვა ფილისტიმელმა: სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.
    გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.
    დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული.
    წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი; ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოს ელიაბი, მომდევნოსი - ამინადაბი, მესმესი - შამა.
    დავითი კი მათზე უმცროსი იყო. წაჰყვა სამი უფროსი საულს.
    ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყესა მამამისის ფარა ბეთლემში.
    გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
    უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
    ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი.
    საული, ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე ებრძოდნენ ფილისტიმელებს.
    დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მოყარაულეს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა.
    დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები.
    ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ტვირთის ყარაულს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მოიკითხა თავისი ძმები.
    მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი, გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. ყველაფერი მოისმინა დავითმა.
    როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად.
    ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.
    ჰკითხა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს?
    უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს.
    გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.
    თქვა დავითმა: რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს?
    სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს.
    გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; მანაც მოაყვანინა იგი.
    უთხრა დავითმა საულს: ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.
    უთხრა საულმა დავითს: ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმითგანვე.
    უთხრა დავითმა საულს: მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს,
    გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი.
    ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მორჩილი; ამ წინდაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.
    თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან!
    შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა.
    შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი. და მოიხსნა ისინი დავითმა.
    აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. ხელთ იპყრა შურდული და გავიდა ფილისტიმელთან.
    გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისკენ; წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა.
    დაინახა ფილისტიმელმა დავითი და საცინად აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც.
    უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით.
    უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი.
    უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი.
    დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.
    გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს.
    როცა აღიმართა ფილისტიმელი და მიუახლოვდა დავითს, მკვირცხლად გაიქცა დავითი რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.
    ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი.
    სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს.
    მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.
    მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
    მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა მდევარიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
    აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო.
    როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გამავალი დავითი, ჰკითხა აბნერს, მხედართმთავარს: ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ? მიუგო აბნერმა: შენს თავს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო.
    თქვა მეფემ: იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.
    როცა დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს; ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
    უთხრა საულმა: ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო? მიუგო დავითმა: შენი მორჩილის, იესეს შვილი ვაბ, ბეთლემელის.
    Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
    Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
    Цитата из Библии каждое утро
    TG: t.me/azbible
    Viber: vb.me/azbible