Скрыть
13:1
13:5
13:7
13:9
13:10
13:11
13:12
13:13
13:16
13:20
13:21
13:23
Глава 14 
14:1
14:2
14:4
14:5
14:7
14:8
14:9
14:10
14:11
14:12
14:13
14:14
14:16
14:17
14:19
14:21
14:23
14:24
14:25
14:27
14:28
14:29
14:30
14:31
14:32
14:34
14:36
14:38
14:39
14:40
14:42
14:46
14:47
14:52
გავიდა ერთი წელი საულის გამეფებიდან და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე.
გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა.
იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელს ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!
გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.
ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი. წამოვიდნენ და მიქმასში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.
დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.
ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო და დამფრთხალი ხალხი მისკენ გარბოდა.
შვიდ დღეს იცადა მან, როგორც დაუთქვა სამუელმა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში. ხალხი კი ეფანტებოდა.
თქვა საულმა: მომიყვანეთო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და აღავლინა აღსავლენი.
როცა გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
უთხრა სამუელმა: რა გააკეთე? მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი.
ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს, თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი.
უთხრა სამეულმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე.
ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნანაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს.
ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი - ექვსასამდე კაცი.
საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ. ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ.
გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი; ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, ბუყალის ქვეყნისკენ.
მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე კი ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის.
მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან გაწყვიტეს ფილისტიმელებმა, რომ არც მახვილი, არც შუბი არ ეკეთებინათ ებრაელებს.
ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად,
როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს, ან თუ დეზები იქნებოდა გასამართავი.
როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ სალისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები დ შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს აღმოაჩნდათ.
გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.
უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: წამო, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, იქითა მხარეს რომ არის. მამისთვის არაფერი უთქვამს.
საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ახლდა ხალხი - ექვსასამდე კაცი,
მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაგ კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც; ერთის სახელი - ბოცეცი, მეორისა - სენე.
ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე - სამხრეთიდან, გაბაყის გასწვრივ.
უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტირთველს: წამო, გავიდეთ მაგ წინდაუცვეთელთა საყარაულოსთან. ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.
მიუგო მისმა საჭურველთმტვირთველმა: გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი და, აჰა, მეც შენთანა ვარ შენი გულივით.
თქვა იონათანმა: აჰა, მე გავალ მაგ ხალხთან და დავენახვები მათ.
თუ ასე გვეტყვიან: შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ ჩვენს ადგილზე და ნუ ავალთ მათთან.
თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.
დაენახნენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და იქვეს ფილისტიმელებმა: აჰა, ებრაელები გამოდიან ხერიდან, სადაც იმალებოდნენ.
გაეხმიანენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.
ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა; ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ.
ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.
დაინახეს საულის მოთვალთვალეებმა ბენიამინის გიბყადან, რომ იფანტება ჯარი და აქეთ-იქით აწყდება.
უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან. მოათვალიერეს და, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
უთხრა საულმა ახიას: მოიტანე ღვთის კიდობანი. რდგან ისრაელიანებთან იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი.
ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: დაუშვი ხელი.
დასცეს ყიჟინა საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა და მოიჭრნენ ბრძოლის ადგილზე. აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქნა მეტისმეტი არეულობა.
ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანებს შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს.
ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელიანმა გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში.
იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი. ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა.
გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.
მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე.
შევიდა ხალხი ტყეში და, აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი. გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები.
მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი, წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს. ამიტომაც დაიქანცა ხალხი.
თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე.
რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მარცხი?
დაამარცხეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე და დაიქანცა ხალხი.
მივარდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე. სისხლითურთ ჭამდა ხალხი.
შეატყობინეს საულს: აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს. თქვა: ფიცი გაქვთ გატეხილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.
თქვა საულმა: გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ. მიჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ.
აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება.
თქვა საულმა: დავეცეთ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს. უთხრეს: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. თქვა მღვდელმა: მივმართოთ აქ ღმერთს.
დაეკითხა საული ღმერთს: დავეცე ფილისტიმელებს თუ ჩაუგდებ მათ ისრაელის ხელში? პასუხი არ გაუცია იმ დღეს.
თქვა საულმა: აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი.
რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან.
უთხრა მთელს ისრაელს: თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით. მიუგო ხალხმა: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.
უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.
თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!
უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
გაეცალა საული ფილისტიმელებს და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე.
იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს - მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისგან.
საულის ვაჟები იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშიყაყი; მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს - მერაბი, უმცროსს - მიქალი.
საულის ცოლი იყო ახინოყაბი, ახიმაყაცის ასული; მისი მხედართმთავარი - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ.
სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. მონახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს და თავისთან მიჰყავდა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible