Скрыть
12:3
12:4
12:9
12:13
12:14
12:23
12:26
12:27
12:30
Глава 16 
16:2
16:6
16:9
16:11
16:14
16:20
16:21
16:22
16:23
16:24
16:25
16:27
16:28
16:29
16:32
წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
ეს ამბავი იერობოამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული; მას შემდეგ ეგვიპტეში ცხოვრობდა იერობოამი.
შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდნენ იერობოამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რობოამს.
უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა; ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამსახური და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.
მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
ასე უთხრეს: თუ დღეს მაგ ხალხის მორჩილი იქნები, დაემორჩილები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მორჩილნი იქნებიან სამუდამოდ.
არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ.
უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დაკისრებული უღელი?
ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.
მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს.
მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისთვის ახია სილოამელის პირით.
როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახელს, დავით! და თავთავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი.
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.
გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახდა ეტლზე მეფე რობოამი და იერუსალიმში გაიქცა.
განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო, რომ შერჩა დავითის სახლს.
მივიდა რობოამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რობოამ სოლომონის ძისთვის.
გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის. მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს;
ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან.
ააშენა იერობოამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა.
ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს.
თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიანო.
ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.
ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა.
დააწესა იერობოამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბოებისთვის, რომლებიც გააკეთა; დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა.
ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; დაუწესა დღესასწაული ისრაელიანებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.
გამოეცხადა უფლის სიტყვა იეჰუ ხანანის ძეს ბაყაშას წინააღმდეგ:
მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოამის გზას მიჰყვები, აცთუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით,
აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს; იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოამ ნაბატის ძის სახლს დავმართე.
ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; ვინც მინდვრად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.
ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობები, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
განისვენა ბაყაშამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად მისი ძე, ელა, გამეფდა.
წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში სჩადიოდა იგი, რომ აჯავრებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი.
იუდას მეფის ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა და ბაყაშას ძე ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი.
მოუწყო შეთქმულება მისმა მსახურმა ზიმრიმ, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაურმა. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში,
როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელს სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მშარდავი, არც ნათესავი და არც მეგობარი.
მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით,
ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს.
შეიტყო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე, და იმათაც იმავე დღეს, ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყომრი, ისრაელის მხედართმთავარი.
დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას.
როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი.
იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტად რომ იქცეოდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოამის გზას და ცოდვებს, იერობოამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად.
ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს.
აჯობა ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიმნი და გამეფდა ყომრი.
იუდას მეფის, ასას, ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი იმეფა ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი.
მან იყიდა სამარიის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა; და მთის პატრონის, შემერის სახელზე თავის გაშენებულ ქალაქს სამარია (შომრონ) უწოდა.
ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მასზე ადრე იყო.
მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობოამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი.
ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
განისვენა ყომრიმ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, აქაბი, გამეფდა.
ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე იუდას მეფის, ასას, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა აქაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი.
ბოროტად იქცეოდა აქაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მასზე ადრე იყო.
არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.
აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.
გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს.
მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხონი. თავს პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible