Скрыть
6:1
6:3
6:4
6:5
6:6
6:8
6:10
6:17
6:18
ნუთუ ბედავს რომელიმე თქვენგანი, თავისიანთან დავა რომ აქვს, სამართლის ძიებას უსამართლოებთან და არა წმიდებთან?
ნუთუ არ იცით, რომ წმიდები განიკითხავენ სოფელს? ხოლო თუ სოფელს განიკითხავთ, მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?
ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზები უნდა განვიკითხოთ? მით უმეტეს, ცხოვრებისეული რაღა გახდა!
თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს განკითხვა თავის ძმებს შორის?
მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
და ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
მაგრამ თქვენ უსამართლოდ ექცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
საჭმელი მუცლისათვის, ხოლო მუცელი საჭმლისათვის. მაგრამ ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი — სხეულისათვის.
ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ავიღებ ქრისტეს ასოებს და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორი ერთ ხორცად იქნება.“
ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან.
გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible